მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკა გვარამია აფხაზეთის დათმობას ემხრობა: ფაშინიანით მე მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ რაც გააკეთა, ეს არის ტრავმების დამარცხება - რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, გასაგებია, მაგრამ საბოლოო ჯამში სომხეთმა თქვა, რომ მომაშორეთ, წაიღეთ
ნიკა გვარამია აფხაზეთის დათმობას ემხრობა: ფაშინიანით მე მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ რაც გააკეთა, ეს არის ტრავმების დამარცხება - რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, გასაგებია, მაგრამ საბოლოო ჯამში სომხეთმა თქვა, რომ მომაშორეთ, წაიღეთ

იმედი|imedinews.ge

მივხვდი, რომ ესე არ გამოვა. ზოგადად ტრავმებთან დაკავშირებით მგონია, რომ ესე არ გამოვა. ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული მეხსიერება ერისთვის, მაგრამ ტრავმული მეხსიერება საფრთხის შემცველია, საფრთხის მატარებელია, ღუზასავით მუშაობს, წინ არ გიშვებს, განვითარებას ბლოკავს, - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, „ფორმულას" ეთერში.

აფხაზეთის ომის შესახებ საუბრისას, გვარამიამ განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანით აღფრთოვანებულია, ვინაიდან, მან ამოიღო შტამპიდან არარატი, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების დასათბობად და ასევე, ჩააბარა ყარაბაღი. მისივე თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უმოკლეს დროში შეძლო ისტორიული ტავმების დამარცხება, რაც სომხეთს მეტ ფულს და ევროკავშირისკენ სვლის პერსპექტივას მოუტანს.

„ფაშინიანით მე მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ მან მთავარი, რაც გააკეთა - მე ბევრად უფრო მაღალი შესაძლებლობების პოლიტიკოსები მინახავს სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც რეფორმების მიმართულებით და ბევრი რამ ხდება ამ მხრივ სომხეთში და საერთაშორისო, ასე ვთქვათ უნარებით, მაგრამ თავი რომ დავანებოთ ამას, ამ კაცმა რაც შეძლო, ეს არის ტრავმების დამარცხება. და ეს გააკეთა მოკლე ვადაში, რაც ძალიან რთული ამბავია. სინამდვილეში, ამას დეკადები სჭირდება, იმიტომ რომ ეს მუშავდება საუკუნეების განმავლობაში, ოღონდ გააკეთა უმოკლეს ვადაში. მაგალითად, არარატი წაშალა ბეჭდიდან, შტამპიდან. თქვა, რომ იცი რა, არ არის ეს არარატი მართლა ჩვენთანო. კი, ჩვენი ისტორიის ნაწილია, მაგრამ არ არის ჩვენი გეოგრაფიის ნაწილი. ამიტომ თურქეთთან პრობლემა თუ გვინდა რომ გვქონდეს, ეხატოს ეს არარატი, მაგრამ ვიქნებით ღარიბები და რუსეთზე მიბმულები. თუ არ გვინდა, მოდი შევთანხმდეთ, რომ ამოვიღოთ შტამპიდან ეს არარატი, რომელიც მართლა არ არის ჩვენ ტერიტორიაზე, თურქეთთან ურთიერთობა დაგვილაგდება, აზერბაიჯანთანაც, გვექნება მეტი ფული, პერსპექტივა, რომ წავიდეთ ევროკავშირისკენ და რუსეთთან აღარ ვიქნებით.

იგივე გააკეთა და კიდევ უფრო მძიმე იყო ეს ყარაბაღთან დაკავშირებით. რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, ასე შემდეგ, გასაგებია ეს ყველაფერიც, მაგრამ საბოლოო ჯამში სომხეთმა თქვა, რომ ნუ მომაშორეთ, წაიღეთ, იმიტომ, რომ მართლა მათი იყო. ისტორიულო ყარაბაღი, მასე ისტორიულად, ლორეზეც შეგვიძლია ქართველებმა ვიდავოთ სომხებს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 104 სტატია.

  • რუსული მედია აფხაზეთში, სოჭსა და კრასნოდარის მხარეში საწვავის დეფიციტზე წერსBM.GE
  • ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინესფორმულა
  • აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანანეტგაზეთი
  • წყალტუბო აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით ბანაკს მასპინძლობს, რომელშიც 12-დან 16 წლამდე ასაკის 35 მოსწავლე მონაწილეობსრუსთავი 2
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

დმანისის სახელმწიფო თეატრმა სამეგრელოში გასტროლები დაასრულა - სპექტაკლი „ხალდეს" ბოლო წარმოდგენა, სოფელ მარანის კულტურის სახლში გაიმართა

დმანისის სახელმწიფო თეატრმა სამეგრელოში გასტროლები დაასრულა - სპექტაკლი „ხალდეს" ბოლო წარმოდგენა, სოფელ მარანის კულტურის სახლში გაიმართა

იმედი

თაღლითობის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების აღვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

თაღლითობის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების აღვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

იმედი

ზურაბ რურუა სამადაშვილისა და გვარამიას განცხადებებზე: ნელ-ნელა უნდათ საზოგადოებას შეაპარონ, რომ ისინი იბრძვიან იმისთვის, რათა საქართველომ აფხაზეთი აღიაროს

ზურაბ რურუა სამადაშვილისა და გვარამიას განცხადებებზე: ნელ-ნელა უნდათ საზოგადოებას შეაპარონ, რომ ისინი იბრძვიან იმისთვის, რათა საქართველომ აფხაზეთი აღიაროს

იმედი

3 ოქტომბრის ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს, განაცხადის შეტანა დღის ბოლომდე შეუძლიათ

3 ოქტომბრის ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს, განაცხადის შეტანა დღის ბოლომდე შეუძლიათ

იმედი