
დმანისის სახელმწიფო თეატრმა სამეგრელოში გასტროლები დაასრულა - სპექტაკლი „ხალდეს ბოლო წარმოდგენა, სოფელ მარანის კულტურის სახლში გაიმართა
იმედი|imedinews.ge
ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრმა სამეგრელოში გასტროლები დაასრულა. სპექტაკლი „ხალდეს" ბოლო წარმოდგენა, სოფელ მარანის კულტურის სახლში გაიმართა. ხალდეს მაცხოვრებლების გმირობის უკვდავი ისტორია, დმანისის თეატრის მსახიობებმა აბაშელებისთვის კიდევ ერთხელ გააცოცხლეს.
პარალელურად, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ადგილობრივ ახალგაზრდებს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციისა და პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით შეხვდნენ. პროექტის მხარდამჭერი კულტურის სამინისტროა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge