მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკა გვარამია ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამას ამბობს, ბუნებრივია ამით არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ საზოგადოებაც ინტერესდება - ჩვენ არც მკითხავები ვართ და არც გამოცანებს ვიცნობთ, ეს უნდა გაირკვეს
ნიკა გვარამია ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამას ამბობს, ბუნებრივია ამით არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ საზოგადოებაც ინტერესდება - ჩვენ არც მკითხავები ვართ და არც გამოცანებს ვიცნობთ, ეს უნდა გაირკვეს

იმედი|imedinews.ge

პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას არანაირი ინფორმაცია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არ აქვს.

გვარამია აცხადებს, რომ როდესაც ის საჯაროდ საუბრობდა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეყრდნობოდა, რომელიც ყოფილმა პრემიერმა რამდენიმე დღის წინ ციხიდან გაავრცელა.

„როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამას ამბობს, რომელსაც ალბათობა მაღალია, რომ ინფორმაცია შეიძლება მსგავს ქმედებებზე ჰქონდეს მისი ხელისუფლებაში ყოფნიდან მაინც, ბუნებრივია ამით, არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ საზოგადოებაც ინტერესდება. ჩვენ არც მკითხავები ვართ და არც გამოცანებს ვიცნობთ, ეს უნდა გაირკვეს“, - აღნიშნა გვარამიამ.

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები იწყება.

პატიმრობაში მყოფმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას - რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვახტანგ ცინცაძე: მეორე კვარტლის ჭრილში წელს რეკორდულია როგორც ბიზნეს სექტორის ბრუნვა, ასევე გამოშვება, რეკორდულია დასაქმებულთა მაჩვენებელიც - ის 828 ათასს აჭარბებს

ვახტანგ ცინცაძე: მეორე კვარტლის ჭრილში წელს რეკორდულია როგორც ბიზნეს სექტორის ბრუნვა, ასევე გამოშვება, რეკორდულია დასაქმებულთა მაჩვენებელიც - ის 828 ათასს აჭარბებს

იმედი

პედრო სანჩესი: მაროკოს წინააღმდეგ მტკიცებულებები რომ არსებობდეს, ვიმოქმედებდით, თუმცა მყარი მტკიცებულებები არ გვაქვს

პედრო სანჩესი: მაროკოს წინააღმდეგ მტკიცებულებები რომ არსებობდეს, ვიმოქმედებდით, თუმცა მყარი მტკიცებულებები არ გვაქვს

იმედი

დანიის კონტრდაზვერვა: რუსეთი დანიელებს დივერსიების მოსაწყობად იბირებს

დანიის კონტრდაზვერვა: რუსეთი დანიელებს დივერსიების მოსაწყობად იბირებს

იმედი

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტზე, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი გელიაშვილს 2 ათასი ლარი დააკისრა

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტზე, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი გელიაშვილს 2 ათასი ლარი დააკისრა

იმედი