მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვახტანგ ცინცაძე: მეორე კვარტლის ჭრილში წელს რეკორდულია როგორც ბიზნეს სექტორის ბრუნვა, ასევე გამოშვება, რეკორდულია დასაქმებულთა მაჩვენებელიც - ის 828 ათასს აჭარბებს
ვახტანგ ცინცაძე: მეორე კვარტლის ჭრილში წელს რეკორდულია როგორც ბიზნეს სექტორის ბრუნვა, ასევე გამოშვება, რეკორდულია დასაქმებულთა მაჩვენებელიც - ის 828 ათასს აჭარბებს

ვახტანგ ცინცაძე: მეორე კვარტლის ჭრილში წელს რეკორდულია როგორც ბიზნეს სექტორის ბრუნვა, ასევე გამოშვება, რეკორდულია დასაქმებულთა მაჩვენებელიც - ის 828 ათასს აჭარბებს

იმედი|imedinews.ge

მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, გრძელდება პოზიტიური ტენდენციები ბიზნეს სექტორის სტატისტიკაში, კერძოდ, მეორე კვარტლის ჭრილში რეკორდულია როგორც ბიზნეს სექტორის ბრუნვა, ასევე გამოშვება. აღსანიშნავია, რომ გამოშვების ზრდა ფიქსირდება არამხოლოდ მსხვილ, არამედ საშუალო და მცირე ზომის საწარმოებში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ მეორე კვარტლის პერიოდის მაჩვენებლების შეფასებისას.

მიმდინარე წლის აპრილ-ივნისის პერიოდში ბიზნესსექტორის გამოშვების მაჩვენებელმა 25.7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 10.7%-ით აღემატება 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გაზრდილია 6.6%-ით და 2471 ლარს აღემატება. ვახტანგ ცინცაძის თქმით, არსებული პოზიტიური დინამიკა საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მეტყველებს.

„აღნიშნული სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობას გააჩნია სწორი, თანმიმდევრული და განჭვრეტადი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც, საბოლოო ჯამში, აისახება ბიზნეს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს აქვს კონკრეტული მექანიზმები და აქტიურად უჭერს მხარს კერძო სექტორის განვითარებას, სხვადასხვა დივერსიფიცირებული ინსტრუმენტებით თუ პროგრამებით, ჩვენ მიზნობრივად ვეხმარებით როგორც საშუალო, ისე მცირე მეწარმეებს, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ზემოაღნიშნული ეკონომიკური ტენდენციები და მაჩვენებლები დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაში აისახება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მეორე კვარტლის ჭრილში რეკორდულია დასაქმებულთა მაჩვენებელი, კერძოდ, ის 32.700-ით არის გაზრდილი და 828 ათასს აჭარბებს. მისივე თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამუშაო ადგილების რაოდენობა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორშია გაზრდილი.

„ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რაც, საბოლოო ჯამში, ქმნის მიმზიდველ გარემოს საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. ეს პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ათასი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 37 სტატია.

  • დაკავებულია პირი, რომელსაც ₾412 ათასის 1.8 კგ ოქროს ნაკეთობები სპეცსამალავით უკანონოდ შემოჰქონდა | საგამოძიებო სამსახურიBM.GE
  • სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცარუსთავი 2
  • გეგელია: ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს, საქართველოში ეძებენ ნავსაყუდელსფორმულა
  • 24 საათში რუსეთ-საქართველოს საზღვარი 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთანეტგაზეთი
ათასი →

მსგავსი სტატიები

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენი პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მტკიცეა - ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვუჭერთ მხარს დაჩქარებულ პროცედურას

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენი პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მტკიცეა - ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვუჭერთ მხარს დაჩქარებულ პროცედურას

იმედი

საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

იმედი

Uber-ი ლონდონში რობოტაქსის მგზავრებთან ერთად ტესტირებას პირველად დაიწყებს

Uber-ი ლონდონში რობოტაქსის მგზავრებთან ერთად ტესტირებას პირველად დაიწყებს

იმედი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

იმედი