
ნიკა ობოლაძე: საქართველო არის 4-მილიონიანი პატარა ქვეყანა, რომლის მიზანი უნდა იყოს საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერება, საკუთარი თავის, იდენტობის შენარჩუნება და გადარჩენა
საქართველო არის 4-მილიონიანი პატარა ქვეყანა, რომლის მიზანი უნდა იყოს საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერება, საკუთარი თავის იდენტობის შენარჩუნება და გადარჩენა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა, ნიკა ობოლაძემ.
მან საქართველოსთვის ევროკავშირში შესვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დავიწყებ იმით, ჰერმან საბომ რაც თქვა, რომ სამოთხე დედამიწაზე არ არსებობს და ზუსტად ასეა. საქართველო არის 4-მილიონიანი პატარა ქვეყანა, რომლის მიზანი უნდა იყოს საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერება, საკუთარი თავის იდენტობის შენარჩუნება და გადარჩენა. თუმცა, ჩვენ შავ ზღვაში არც ატომური წყალქვეშა ნავები გვილაგია, რომ ჩვენი სუვერენიტეტის აბსოლუტური გარანტი იყოს, არც ჩინეთივით მილიარდნახევარი ვართ და არც ტერიტორია გვაქვს ასეთი დიდი და სად ვცხოვრობთ? - ჩვენს ჩრდილოეთით არის 2,5 ტრილიონი ეკონომიკის მქონე დიდი რუსული იმპერია, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და კიდევ უნდა ოკუპაცია და მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. გვინდა ჩვენ აქეთ ინტეგრირება? - არა! ვფიქრობ, ამაზე ვთანხმდებით, რომ რუსეთთან ინტეგრირება არ გვინდა“, - განაცხადა ობოლაძემ.
ობოლაძე არნიშნავს, რომ საქართველოს სამხრეთით - აფრიკიდან დაწყებული შუა აზიის ჩათვლით, სიტუაცია ჭრელია და მიიჩნევს, რომ საქართველოს სტრატეგიული მიზანი არ არის, ინტეგრირებული იყოს აღნიშნულ სივრცეში. მისივე თქმით, ეს არის 5 ტრილიონის მქონე დიდი ეკონომიკური სივრცე და ამის გარდა დასავლეთით არსებობს ევროკავშირი.
„თუ ისლამური სამყაროა 5 ტრილიონი, ევროკავშირი 20 ტრილიონია. ამ ნაწილში ვეთანხმები ბატონებს, რომ მისი წილი, ზოგადად გლობალურ ეკონომიკაში მცირდება, მაგრამ ეკონომიკურად 20 ტრილიონია. თუ სადმე არსებობს წესი, თუ სადმე არსებობს ქრისტიანული კულტურა, თუ სადმე არსებობს იდენტობის დაცვა, ეს არის ევროკავშირი.
