მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა
ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა

ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა

იმედი|imedinews.ge

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა. საარჩევნო უბნიდან გამოსვლისას მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ძალიან კარგი მოლოდინი მაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთის მოქალაქეები თავიანთ სათქმელს იტყვიან. დემოკრატია ყოველთვის მუშაობს, როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ დონეზე. ეს არის რეგიონული მშვიდობის მთავარი ინსტრუმენტი. დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონის მომავალი მშვიდობიანი იქნება, აზერბაიჯანთან ურთიერთობა დალაგდება, საქართველოსთან კი იცით, რომ ძალიან ღრმა და ძმური ურთიერთობა გვაქვს და ის კიდევ უფრო გაღრმავდება“, - აღნიშნა მან.

არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით 2.5 მილიონამდე რეგისტრირებული ამომრჩეველი სარგებლობს. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველი შედეგების გამოქვეყნებას დაახლოებით 23:00 საათზე დაიწყებს.

არჩევნებში მონაწილეობს 19 პარტია და ბლოკი, მათ შორის: ფაშინიანის „სამოქალაქო შეთანხმება“; ბლოკი „ძლიერი სომხეთი“, რომელსაც სათავეში რუსი მილიარდერი, სამრეწველო-სამშენებლო ჯგუფ „ტაშირის“ ხელმძღვანელი სამველ კარაპეტიანი უდგას; ბლოკი „სომხეთი“, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ლიდერობს; ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთი“ და ყოფილი ომბუდსმენის, არმან თათოიანის პარტია „ერთიანობის ფრთები“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი