მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკოლოზ ჩხეტიანი „ციცინათელასთან“ მდებარე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ სპეკულაციებზე: გამოვისყიდეთ მიწის ნაკვეთი და შემდგომში ვაჩუქეთ სახელმწიფოს. ეს არის ქველმოქმედება. ნულების დათვლაც არ იციან - 2.7 ჰექტარი იყო ეს ნაკვეთი და არა 27 ჰექტარი, რაც გაჟღერდა, მაგრამ ზოგადად ეს ძალით ჰიპერტროფირება და გაბუქება სავიზიტო ბარათია კონკრეტული მედიის
ნიკოლოზ ჩხეტიანი „ციცინათელასთან“ მდებარე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ სპეკულაციებზე: გამოვისყიდეთ მიწის ნაკვეთი და შემდგომში ვაჩუქეთ სახელმწიფოს. ეს არის ქველმოქმედება. ნულების დათვლაც არ იციან - 2.7 ჰექტარი იყო ეს ნაკვეთი და არა 27 ჰექტარი, რაც გაჟღერდა, მაგრამ ზოგადად ეს ძალით ჰიპერტროფირება და გაბუქება სავიზიტო ბარათია კონკრეტული მედიის

იმედი|imedinews.ge

გამოვისყიდეთ მიწის ნაკვეთი და შემდგომში ვაჩუქეთ სახელმწიფოს. ეს არის ქველმოქმედება. ნულების დათვლაც არ იციან - 2.7 ჰექტარი იყო ეს ნაკვეთი და არა 27 ჰექტარი, რაც გაჟღერდა, მაგრამ ზოგადად ეს ძალით ჰიპერტროფირება და გაბუქება სავიზიტო ბარათია კონკრეტული მედიის, - განაცხადა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა სპეკულაციებზე, რომელიც „ციცინათელასთან“ მდებარე მიწის ნაკვეთის შესყიდვას უკავშირდება.

მისი თქმით, მიწის ფართობი სრულიად უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს.

„ჩვენ მოგვმართა სახელმწიფო ორგანიზაციამ „სთარინგ ჯორჯიამ“. მათ აქვთ ძალიან საინტერესო პროექტი, კონკრეტულად ე.წ. „დინოტოპიის“ ტიპის პარკის მოწყობის პროექტი. მოეწონათ მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნოდა ჩვენს სტრუქტურაში შემავალ ერთ-ერთ ორგანიზაციას. გადაწყდა ამ ნაკვეთის გადაცემა სახელმწიფოზე. გამოვისყიდეთ მიწის ნაკვეთი და შემდგომში ვაჩუქეთ სახელმწიფოს. ეს არის ქველმოქმედება, არის საჩუქარი, რაც ფონდმა გაუკეთა სახელმწიფოს. სხვათა შორის სიუჟეტებში იმდენად არაპროფესიონალურად და იმდენად აბსურდული იყო ყველაფერი, რომ გააათმაგეს ტერიტორია. ნულების დათვლაც არ იციან - 2.7 ჰექტარი იყო ეს ნაკვეთი და არა 27 ჰექტარი, რაც გაჟღერდა, მაგრამ ზოგადად ეს ძალით ჰიპერტროფირება და გაბუქება სავიზიტო ბარათია კონკრეტული მედიის. მიწის ნაკვეთის ღირებულება არის მილიონ სამასი ათასი ლარი, რაც ფონდმა გადაუხადა შპს „აკვა ცენტრს“, ვის საკუთრებაშიც იყო ეს მიწის ნაკვეთი, ხოლო შემდგომში ფონდმა აჩუქა ეს მიწა სახელმწიფოს“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

ბიძინა ივანიშვილის მორიგი ქველმოქმედება ოპოზიციის მხრიდან კვლავ სპეკულაციებისა და დეზინფორმაციის საგანი გახდა. საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად, „ციცინათელას“ პარკთან მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შპს „აკვა ცენტრისგან“ შეიძინა ფონდმა „ქართუმ“ და იგი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ეს ტერიტორია არსებულ გასართობ სივრცეს შეუერთდება, შედეგად კი, შეიქმნება ერთიანი, მასშტაბური ტურისტული კომპლექსი. ამ ტერიტორიაზე „სთარინგ ჯორჯია“ საქართველოში ყველაზე დიდ დინოპარკს „დინოტოპიას“ გახსნის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედიაBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • მედია: ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა - როგორ გეგმავს ევროკომისია მოქალაქეთა კერძო დანაზოგის გამოყენებას შიდა სესხებისა და ინვესტიციებისთვისრუსთავი 2
  • "საქართველომ ეროვნული ინტერესები „დასავლურ დიქტატზე“ მაღლა დააყენა" - ირანული მედია "ოცნებას" აქებსტვ პირველი
მედია →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი