მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკოლოზ სამხარაძე ჩინეთში ვიზიტზე: გვქონდა რამდენიმე ერთობლივ პროექტზე საუბარი. ეს პროექტები თუ გამოვა, მაშინ საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდი სიურპრიზი შეგვიძლია შევთავაზოთ
ნიკოლოზ სამხარაძე ჩინეთში ვიზიტზე: გვქონდა რამდენიმე ერთობლივ პროექტზე საუბარი. ეს პროექტები თუ გამოვა, მაშინ საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდი სიურპრიზი შეგვიძლია შევთავაზოთ

ნიკოლოზ სამხარაძე ჩინეთში ვიზიტზე: გვქონდა რამდენიმე ერთობლივ პროექტზე საუბარი. ეს პროექტები თუ გამოვა, მაშინ საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდი სიურპრიზი შეგვიძლია შევთავაზოთ

იმედი|imedinews.ge

გვქონდა რამდენიმე ერთობლივ პროექტზე საუბარი. ეს პროექტები თუ გამოვა, მაშინ საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდი სიურპრიზი შეგვიძლია შევთავაზოთ, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის შაანსის პროვინციაში გამართული შეხვედრების შემდეგ.

მისი თქმით, ქართული დელეგაციის ინტერესს სოფლის მეურნეობის მაღალი ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრი წარმოადგენს, რომელიც თავად ჩინეთშიც უნიკალურია.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა სოფლის მეურნეობის მაღალი ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრი, რომელიც არის უნიკალური თვითონ ჩინეთშიც. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან საინტერესო პროექტების დაგეგმვა შეგვიძლია. ჩვენ გვქონდა, რამდენიმე ერთობლივ პროექტზე საუბარი. ეს პროექტები თუ გამოვა, მაშინ საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდი სიურპრიზი შეგვიძლია, რომ შევთავაზოთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, ჩინეთში ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის შაანსის პროვინციის კომიტეტის მდივანს, ამავე პროვინციის პარლამენტის - შაანსის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო იდეს შეხვდა.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები, რომლებიც სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ორმხრივი თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით ღრმავდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

იმედი