მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში მანამ, სანამ ჩვენი დელეგაციის მანდატები არ იქნება სრულყოფილად და უპირობოდ ცნობილი PACE-ს მიერ
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში მანამ, სანამ ჩვენი დელეგაციის მანდატები არ იქნება სრულყოფილად და უპირობოდ ცნობილი PACE-ს მიერ

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში მანამ, სანამ ჩვენი დელეგაციის მანდატები არ იქნება სრულყოფილად და უპირობოდ ცნობილი PACE-ს მიერ

იმედი|imedinews.ge

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ დაბრუნდება, სანამ PACE ქართული დელეგაციის მანდატებს უპირობოდ არ ცნობს.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რეზოლუცია, რომელსაც დღეს ევროსაბჭოში განიხილავენ, იმავე ჩანაწერებს იმეორებს, რაც საქართველოს მიმართ თვეების წინ გაჟღერდა.

„რეზოლუციის პირველადი ვერსია, პრაქტიკულად არ განსხვავდება წინა ვერსიებისგან. იქ საერთოდ არ არის ასახული ის განვითარება, რაც საქართველოში ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხდა. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ამ რეზოლუციის ავტორებს და ასევე იმ ადამიანებს, ვინც ხმას მისცემს ამ რეზოლუციას, საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ან დიალოგის არანაირი სურვილი საერთოდ არ აქვთ. ყველანაირი აზრი ეკარგება და არანაირი გამართლება აღარ აქვს უკვე მათ მოთხოვნას, რომ საქართველო დაბრუნდეს PACE-ში, იქიდან გამომდინარე, რომ 2025 წლის იანვრიდან უკვე 1,5 წელი გავიდა და თვითონ ისევ ადასტურებენ წინა რეზოლუციის ჩანაწერს. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იქნება ის, რომ ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში მანამ, სანამ ჩვენი დელეგაციის მანდატები არ იქნება სრულყოფილად და უპირობოდ ცნობილი PACE-ს მიერ“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი