მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: არ შეიძლება, ადამიანს მოაფიქრდეს, რომ საქართველოს მოქალაქეები კატეგორიებად დაყოს - ეს სრული აბსურდია. შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ ევროკომისია ამ მოწოდებას ნამდვილად არ გაითვალისწინებს
ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: არ შეიძლება, ადამიანს მოაფიქრდეს, რომ საქართველოს მოქალაქეები კატეგორიებად დაყოს - ეს სრული აბსურდია. შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ ევროკომისია ამ მოწოდებას ნამდვილად არ გაითვალისწინებს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტის იმ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელიც რასა იუკნევიჩიენემ მოამზადა და საქართველოს გარკვეული მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილებას ეხება.

„არ შეიძლება, ადამიანს მოაფიქრდეს, რომ საქართველოს მოქალაქეები კატეგორიებად დაყოს და თუ ვინმე ჟურნალისტია ან სტუდენტია მას უნდა ჰქონდეს რაიმე სხვა პრივილეგია, ვიდრე მაგალითად, ქიმიკოსს ან მასწავლებელს. აქედან გამომდინარე, ეს სრული აბსურდია. შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ ევროკომისია ამ მოწოდებას ნამდვილად არ გაითვალისწინებს“, - აღნიშნა სამხარაძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღო. ანგარიშში საუბარია ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებაზე. ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, თავი შეიკავონ „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრებისგან. დოკუმენტში ასევე საუბარია ტელეკომპანიების, მათ შორის „იმედის“ წინააღმდეგ სანქციებზე.

გარდა ამისა, რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი