მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის, ამ კონტექსტში გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ. მოკავშირეთა ურთიერთქმედების გაღრმავებაზე ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მაისში დაიდო
ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის, ამ კონტექსტში გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ. მოკავშირეთა ურთიერთქმედების გაღრმავებაზე ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მაისში დაიდო

იმედი|imedinews.ge

საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის და ამ კონტექსტში ჩვენ ასევე გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ. მოკავშირეთა ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც წელს მაისში დაიდო რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების მთავარი კომიტეტის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ოკუპირებული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიერ დადებული ნებისმიერი ე.წ. ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა აქტი თავისთავად ბათილად არის და იქნება ცნობილი.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო მომხსენებელს ანგარიშისთვის და ვენაში შეთანხმებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ინფორმაციის ჩართვისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის. ამ კონტექსტში ჩვენ ასევე გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ. მოკავშირეთა ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც წელს მაისში დაიდო რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის. ეს დოკუმენტი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და წარმოადგენს მოსკოვის კიდევ ერთ სასოწარკვეთილ მცდელობას, განამტკიცოს ოკუპაცია და გააძლიეროს ფაქტობრივი ანექსია იმ ტერიტორიებისა, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილი. ამით შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის რუსეთის ფედერაციას, რომ ოკუპირებული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიერ დადებული ნებისმიერი ე.წ. ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა აქტი თავისთავად ბათილად არის და იქნება ცნობილი“, - აღნიშნა სამხარაძემ.

მან ისაუბრა „მოსკოვის მექანიზმის“ საკითხზეც და აღნიშნა, რომ ანგარიში შეიცავს მრავალ ფაქტობრივ შეუსაბამობას და ბრალდებებს.

„ასევე მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო ანგარიშის კიდევ ერთ საკითხს, რომელიც „მოსკოვის მექანიზმს“ ეხება. მსურს, კომიტეტს ვაცნობო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენებას და მის დასკვნებს არ დაუჭირა მხარი ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მა, საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და სხვებმა. ყველას არ დავასახელებ. 34-მა წევრმა სახელმწიფომ არ დაუჭირა მხარი და არ დაამტკიცა ეს დასკვნა, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომელიც უნდა აღინიშნოს. გარდა ამისა, ერთი ექსპერტის მიერ 71 საათში მომზადებული ანგარიში შეიცავს მრავალ ფაქტობრივ შეუსაბამობას და ასევე ბრალდებებს. თავად ექსპერტმა აღიარა, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი დრო ყველა ბრალდებაზე მტკიცებულებების მოსაპოვებლად. როდესაც ანგარიში ეუთო-ს მუდმივ საბჭოში განიხილეს, საქართველოს მთავრობამაც გამოთქვა თავისი პოზიცია ანგარიშის მიმართ. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია, ანგარიში საბოლოო ჭეშმარიტებად მივიჩნიოთ, რადგან, როგორც აღვნიშნე, თავად ექსპერტმა აღიარა, რომ ანგარიშისთვის საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება არ შეეძლო. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომლებსაც ჩვენ ვეთანხმებით და ზოგიერთი მათგანი უკვე განხორციელებულია. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ამ ანგარიშს აქვს გარკვეული ხარვეზები ფაქტობრივი სიზუსტის თვალსაზრისით. დიდი მადლობა და მოუთმენლად ველით ამ საკითხზე დებატების გაგრძელებას“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი