
ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში.
ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის მონაპოვართან დაკავშირებით.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან სწორ დროს ჩაერთო პოლიტიკაში.
„ის ავტორიტარული რეჟიმი მიუღებელი იყო ქართველი ხალხისთვის. ეს დაგროვილი იყო ხალხში. უბრალოდ, ვერ ხერხდებოდა, სანამ ბატონი ბიძინა არ ჩაერთო პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა ზუსტად ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში.
მაშინ ოპოზიცია შეიკრიბებოდა, იშლებოდა. ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს. ასეა ყოველთვის, ლიდერის გარეშე ძალიან რთულია მხოლოდ პარტიებითა და პროგრამებით ასეთ რეჟიმთან გამკლავება. გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, როგორც ძლიერი ლიდერი და მოიკრიბა თავის გარშემო. რაც მთავარია, ხალხი იყო მზად იმიტომ, რომ უყურებდა წლობით ძალადობას, უყურებდა შიშის იდეოლოგიას. ამას აღუდგა იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ძალიან მძაფრად რეაგირებს, როდესაც მის ღირსებას შელახავ, როცა თესავ შიშს; როცა გინდა, რომ ხელი გადაუგრიხო; როცა აწამებ პატიმრებს. ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა ზუსტად იმ დროს, როდესაც საზოგადოებას დაღლა გვეტყობოდა, მოიკრიბა [ხალხი] და ძალიან ჭკვიანურად მართა ეს პროცესები“, - განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.
მისი თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის პრაგმატული და სწორი ნაბიჯებით გახდა შესაძლებელი, რომ ქვეყანას ჩამოეცილებინა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი.
„მას ეს უნარი აქვს, რომ გათვალოს და ძალიან გრძელი ვადაში დაალაგოს ისეთი პოლიტიკური თემები, რომელიც... ჩვენ ხანდახან სულსწრაფები ვართ და ემოციურად ვუყურებთ საკითხებს. დღემდე ფაქტია, რომ მოვედით, როდესაც რეგიონში რა ხდება, კარგად ვიცით, როგორი არეულობაა. ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს მშვიდობა“, - განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მთავარი ფსონი დადო უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნებაზე.
იმედი
წყარო: imedinews.ge