მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო ლაცაბიძე: მადლობა რუსთაველებს ერთიანობისთვის და საქართველოს მთავრობას, შესაძლებლობისთვის, რომელმაც ჩვენი ქალაქის ისტორიული გამოწვევის დასაძლევად გაგვაერთიანა
ნინო ლაცაბიძე: მადლობა რუსთაველებს ერთიანობისთვის და საქართველოს მთავრობას, შესაძლებლობისთვის, რომელმაც ჩვენი ქალაქის ისტორიული გამოწვევის დასაძლევად გაგვაერთიანა

ნინო ლაცაბიძე: მადლობა რუსთაველებს ერთიანობისთვის და საქართველოს მთავრობას, შესაძლებლობისთვის, რომელმაც ჩვენი ქალაქის ისტორიული გამოწვევის დასაძლევად გაგვაერთიანა

იმედი|imedinews.ge

რუსთავში, ქალაქის მთავარი ეკოლოგიური რესურსის - ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების პირველი ეტაპი დასრულდა. უპრეცედენტო მასშტაბის ეკოლოგიურ პროექტს რუსთავის მერია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წინასწარ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტის მიხედვით ახორციელებენ.

ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების პირველი ეტაპის დახურვის ღონისძიებაზე რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ პირველი ეტაპი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, რუსთავის საკრებულოს დეპუტატები, ახალგაზრდები და სხვადასხვა პროფესიის ის რუსთაველები ესწრებოდნენ, რომელთაც ჭალის ტყის განაშენიანების პროცესში მიიღეს აქტიური მონაწილეობა.

„ჩვენ დღეს ისტორიული მნიშვნელობის ეკოლოგიურ პროექტში ვმონაწილეობთ, რადგან რუსთავის ჭალის ტყეები უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური რესურსია არა მარტო რუსთავისთვის, არამედ თბილისის აგლომერაციის სხვა ქალაქებისთვისაც. 3500-მა რუსთაველმა უკვე მიიღო მონაწილეობა ჭალის ტყის აღდგენაში. ჩვენ ერთად ვაგრძელებთ ჭალის ტყის ისტორიას. მადლობა რუსთაველებს ერთიანობისთვის და საქართველოს მთავრობას, შესაძლებლობისთვის, რომელმაც ჩვენი ქალაქის ისტორიული გამოწვევის დასაძლევად გაგვაერთიანა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მასშტაბური პროექტი 320 ჰექტარ ფართობზე ბუნებრივი ტყის აღდგენას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე კი ჭალის ტყის ტერიტორიაზე 10 000 ძირი ენდემური ხე-მცენარის დარგვაა განსაზღვრული. მიმდინარე წლის გაზაფხულზე 4000 ძირი ხე-მცენარე დაირგო და პროცესი შემოდგომიდან გაგრძელდება.

ბოლო ათწლეულების ერთ-ერთ მასშტაბურ გარემოსდაცვით ინიციატივაში, რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებული მოხალისეობრივი კამპანიის - „გააგრძელე ჭალის ტყის ისტორია“, ფარგლებში, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები: მსახიობები, სპორტსმენები, სტუდენტები, ბიზნესმენები და მოსწავლეები - ჯამში 3500-მდე რუსთაველი იყო ჩართული.

დარგვის პროცესის დაწყებამდე კი ჭალის ტყის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულდა. პროექტის მომდევნო ეტაპებზე ანტისეპტიკის სისტემისა და სარწყავი ქსელის მოწყობაა განსაზღვრული. დამონტაჟდება ვიდეოკამერები და სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. მოეწყობა დასასვენებელი და ტურისტულ-საპიკნიკე ინფრასტრუქტურა. ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანება პირველი პროექტია, რომელიც გარემოს დაცვის ფონდიდან, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად აკუმულირებული თანხით ფინანსდება.

რუსთავის ჭალის ტყეები მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე 940 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშლილი და უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური რესურსია არა მარტო რუსთავისთვის, არამედ თბილისის აგლომერაციის სხვა ქალაქებისთვისაც.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შესაძლებლობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები - კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეშიBM.GE
  • ზელენსკი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობსტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • 1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნებაფორმულა
შესაძლებლობა →მთავრობის →

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა