მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო ლაცაბიძე: ქალაქის განვითარების სწორად დასაგეგმად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ როგორ რუსთავს ხედავენ დღეს ახალგაზრდები და როგორ ესახებათ მისი მომავალი
ნინო ლაცაბიძე: ქალაქის განვითარების სწორად დასაგეგმად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ როგორ რუსთავს ხედავენ დღეს ახალგაზრდები და როგორ ესახებათ მისი მომავალი

ნინო ლაცაბიძე: ქალაქის განვითარების სწორად დასაგეგმად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ როგორ რუსთავს ხედავენ დღეს ახალგაზრდები და როგორ ესახებათ მისი მომავალი

იმედი|imedinews.ge

რუსთავის მერიამ კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტი - „რუსთავი-ცხოვრების სტილი" დაიწყო. პროექტში ჩართული ახალგაზრდები, ციფრული მულტიმედიისა და პერსონალური ბრენდის შექმნის ორთვიან სასწავლო კურსს სრულიად უფასოდ გაივლიან და მობილური ვიდეოგრაფიის საბაზისო უნარებს შეისწავლიან.

„ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი დავიწყეთ, რომელიც ჩვენს ციფრული განვითარების სივრცეში განხორციელდება. ყველა ის ახალგაზრდული პროექტი, რომელსაც რუსთავის მერიის გუნდი ვახორციელებთ, ახალგაზრდების განათლების და კარიერული ზრდის ხელშეწყობის გარდა, ემსახურება კიდევ ერთ მიზანს - ქალაქის განვითარების სწორად დასაგეგმად ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ როგორ რუსთავს ხედავენ დღეს ახალგაზრდები და როგორ ესახებათ მისი მომავალი. პროექტი „რუსთავი - ცხოვრების სტილი" კი ამ მიზნის მისაღწევი კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

„რუსთავი - ცხოვრების სტილი" აბსოლუტურად ახალგაზრდულ იდეებზე და მათ ინტერესებზე მორგებული პროექტია, რომელიც რუსთავის მერიის ახალგაზრდულმა გუნდმა შეიმუშავა.

ახალგაზრდები ორი თვის განმავლობაში ქალაქის ყოველდღიურობის, მისი ცხოვრების სტილის ამსახველ კონტენტს თავად შექმნიან, საუკეთესო ნამუშევრები კი ახალ ონლაინ პლატფორმა - Rustavi life-ზე გამოქვეყნდება. კონკურსის წესით გამოვლენილ ყველაზე კრეატიული ნამუშევრის ავტორს, რუსთავის მერია სპეციალურ პრიზს გადასცემს. ამ ეტაპზე, პროექტში 30 ახალგაზრდაა ჩართული.

პროექტის კონცეფცია, ახალგაზრდების განათლების და დასაქმების ხელშეწყობას, ქალაქის პოპულარიზაციას და რუსთავის განვითარებაში ახალგაზრდული იდეების რეალიზებას აერთიანებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით

მაკა ბოჭორიშვილი: დიდი შეცდომა იქნებოდა საქართველოს მხრიდან, რომ დღევანდელ მსოფლიოში ფოკუსი მხოლოდ ერთ პარტნიორზე გაესწორებინა. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მიზნები, რაც წერია კონსტიტუციაში, თუმცა ეს არ გამორიცხავს და პირიქით, საჭიროებს პარტნიორობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით