მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო ლაცაბიძე: რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების პარალელურად, გზების ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრის სამუშაოებს ვატარებთ
ნინო ლაცაბიძე: რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების პარალელურად, გზების ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრის სამუშაოებს ვატარებთ

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების პარალელურად, გზების ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრის სამუშაოებს ვატარებთ

იმედი|imedinews.ge

რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების პარალელურად, სხვადასხვა ქუჩაზე გზის ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა მიმდინარეობს.

სამუშაოები ამ ეტაპზე, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერთან და ახმეტელის ქუჩაზე რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

პროექტის მიმდინარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან ერთად გაეცნო.

„რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების პარალელურად, გზების ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრის სამუშაოებს ვატარებთ. პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ანალოგიური სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე უკვე დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მასშტაბით გვაქვს დაგეგმილი, რაც არსებულ პრობლემებს სრულად აღმოფხვრის“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ანალოგიური სამუშაოები უკვე დასრულებულია მელიქიშვილის ქუჩაზე, მე-17 მიკრორაიონის N26 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, შარტავას სახელობისა და მეგობრობის გამზირზე.

პროექტის ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა უბანში რამდენიმე მისამართზე სანიაღვრე ქსელის მოწესრიგება, 10 ლოკაციაზე კი გზის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. სამუშაოები 1 920 000 ლარით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

იმედი

ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი

ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი

იმედი

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის

იმედი

ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები

ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები

იმედი