მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო ლაცაბიძე: სამინისტროსთან ერთად უკვე ვასრულებთ პროექტს, რომელიც უეფას მეოთხე კატეგორიის შეხვედრებს უმასპინძლებს და ესეც კიდევ ერთი ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სპორტის განვითარების კუთხით
ნინო ლაცაბიძე: სამინისტროსთან ერთად უკვე ვასრულებთ პროექტს, რომელიც უეფას მეოთხე კატეგორიის შეხვედრებს უმასპინძლებს და ესეც კიდევ ერთი ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სპორტის განვითარების კუთხით

იმედი|imedinews.ge

სამინისტროსთან ერთად უკვე ვასრულებთ პროექტს, რომელიც უეფას მეოთხე კატეგორიის შეხვედრებს უმასპინძლებს და ესეც კიდევ ერთი ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სპორტის განვითარების კუთხით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მან რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„საცხოვრებელ შენობებთან ერთად, რა თქმა უნდა, გვინდა იმ შენობების განვითარება, რომელიც მომავალ თაობებს მისცემს ახალ შესაძლებლობებს. ჩვენ პირველივე დღეებიდან სპორტზე განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ. სპორტის სასახლე დღეს იძლევა ახალი სერვისების მიღების შესაძლებლობას, თუმცა არ არის საკმარისი, ეს დავინახეთ და დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რა იქნებოდა სპორტის კუთხით რეფორმა, რომელიც ჩვენს ქალაქში გატარდებოდა და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვას შევძლებდით. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა დღესაც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ამ კუთხით უკვე სამინისტროსთან აქტიურად ვმუშაობთ. არის პირველადი პროექტის მონახაზი, თუ როგორი გვინდა იყოს ის სივრცე, სადაც ძალიან ბევრი ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა აშენდება. ჩვენი მთავარი მიზანი ამ ნაწილში არ არის მხოლოდ შენობები, არის ის, რომ გარკვეული წლების შემდეგ მოსახლეობის ძალიან დიდი პროცენტი სპორტით იყოს დაკავებული, ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდეს.

ჯანსაღი ცხოვრება რეკრეაციული სივრცეების გარეშე ნამდვილად ვერ იქნება. რუსთავს უნიკალური ცენტრალური პარკი აქვს, რომელიც ქალაქს ემსახურება როგორც „მწვანე ფილტვები“. თითოეული რუსთაველისთვის ძალიან საყვარელი ადგილია. დღეს ვმუშაობთ ასევე სამინისტროსთან ერთად, თუ როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ უნიკალურობა და ასევე, თანამედროვე ელემენტები შევმატოთ ჩვენს პარკს, რომ გახდეს კიდევ უფრო კომფორტული და მორგებული თითოეულ რუსთაველზე. ასევე, სტადიონის პროექტი არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი. ფეხბურთს ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მივაქციეთ ყურადღება იმ კუთხით, რომ არ გვქონდა კარგი შედეგები და გუშინაც ძალიან კარგი გამარჯვება ვიზეიმეთ. უფრო მეტი სჭირდება ფეხბურთს იმისთვის, რომ მთელი ქალაქი გააერთიანოს. ეს გულშემატკივრობა, გამარჯვება, ძალიან კარგი ემოციებია ყოველთვის. ამიტომ, ძველი სტადიონი ვერ აკმაყოფილებდა ვერანაირ მოთხოვნებს. ჩვენ სამინისტროსთან ერთად უკვე ვასრულებთ პროექტს, რომელიც უეფას მეოთხე კატეგორიის შეხვედრებს უმასპინძლებს და ესეც კიდევ ერთი ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სპორტის განვითარების კუთხით“, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი