მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო ლაცაბიძე: საქართველოს მთავრობა, რუსთაველებს გვაძლევს შესაძლებლობას, ქალაქის განვითარების ამბიციური, რეალურ პროექტებზე დაფუძნებული და უკეთეს მომავალზე ორიენტირებული სტრატეგია გვქონდეს
ნინო ლაცაბიძე: საქართველოს მთავრობა, რუსთაველებს გვაძლევს შესაძლებლობას, ქალაქის განვითარების ამბიციური, რეალურ პროექტებზე დაფუძნებული და უკეთეს მომავალზე ორიენტირებული სტრატეგია გვქონდეს

ნინო ლაცაბიძე: საქართველოს მთავრობა, რუსთაველებს გვაძლევს შესაძლებლობას, ქალაქის განვითარების ამბიციური, რეალურ პროექტებზე დაფუძნებული და უკეთეს მომავალზე ორიენტირებული სტრატეგია გვქონდეს

იმედი|imedinews.ge

რუსთავში, ქალაქის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

დოკუმენტის პრეზენტაცია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გუნდთან ერთად წარადგინა. რუსთავის განვითარების გრძელვადიან გეგმას 3 ძირითადი მიმართულება აქვს.

ეკოლოგიურად სუფთა, ახალგაზრდულ ინტერესებზე მორგებული და ტექნოლოგიურად განვითარებული ქალაქის კონცეფციის განხორციელება, რუსთავში უკვე დაწყებულია. ,,ჩვენი ქალაქის განვითარების სტრატეგიის პროექტი მერიის გუნდმა, მოსახლეობასთან აქტიური თანამშრომლობით შევიმუშავეთ. საქართველოს მთავრობა, რუსთაველებს გვაძლევს შესაძლებლობას, ქალაქის განვითარების ამბიციური და რეალურ პროექტებზე დაფუძნებული სტრატეგია გვქონდეს. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, იმ ახალი შესაძლებლობებისთვის, რომელიც დღითი დღე უკეთესს ხდის ჩვენს ქალაქს.

საკრებულოში წარდგენამდე, სტრატეგიის პროექტის განხილვას მოსახლეობასთან ერთად გავაგრძელებთ, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ რუსთაველების ინტერესები.

სტრატეგიით, უნდა ვუპასუხოთ იმ ძირითად გამოწვევებს, რის წინაშეც დღეს დგას რუსთავი, რომ მომავალში, კიდევ უფრო კომფორტულ და თანამედროვე ქალაქში ვიცხოვროთ",- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. ახალი მწვანე რეკრეაციული სივრცეები, ჭალის ტყის განაშენიანება, ენერგოეფექტური და ეკომეგობრული პროექტები, ელექტროტრანსპორტი, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა, სპორტული ქალაქი და სახელოვნებო დანიშნულების ახალი შენობები, ძველი რუსთავის რესტავრაცია და მუნიციპალური ციფრული პლატფორმების განვითარება- ასეთია რუსთავის განვითარების სტრატეგია, რომელიც ქალაქს მწვანე, ახალგაზრდულ და ტექნოლოგიურ-სმარტ ქალაქად ჩამოაყალიბებს.

მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დავალებით ხორციელდება, პროცესის კოორდინაციას, კი რეგიონული განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს. როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ განაცხადა, რუსთავის გრძელვადიანი გეგმის განხილვით, სტრატეგიული დოკუმენტების საჯარო განხილვა, ქვემო ქართლის რეგიონში დასრულდა. ,,ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია მოსახლეობაში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების განხილვამ როგორც რუსთავში, ისე რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში. მოსახლეობის მოსაზრებები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში",- განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში ილია ჯალაღანიამ.

მუნიციპალიტეტების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის მიზანი, ქალაქების მდგრადი, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული განვითარებაა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 139 სტატია.

  • მთავრობა ხორბლის იმპორტზე გადასახადს აწესებს - მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციაBM.GE
  • "ფასმა შესაძლოა 3 ევროს მიაღწიოს" - საწვავის რეკორდული გაძვირების ფონზე გერმანიის მთავრობაში დავა გრძელდებარუსთავი 2
  • რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! - ფიქრია ჩიხრაძეტვ პირველი
  • შვედეთის არჩევნები: ოპოზიცია მცირე უპირატესობით უსწრებს მემარჯვენე მთავრობასნეტგაზეთი
მთავრობის →შესაძლებლობა →

მსგავსი სტატიები

ჯანდაცვის სამინისტრო: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს - ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო

POLITICO: ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს

POLITICO: ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს

იმედი

The Washington Post: პენტაგონის შიდა სტატისტიკაზე წვდომის მქონე ექვსი ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ირანში მიმდინარე ომის დროს ახლო აღმოსავლეთში იმაზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ვიდრე ამას უწყება ოფიციალურად აცხადებს

ტრამპი: სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს, CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს - მედიასაშუალებებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, უსასრულოდ თხზავდნენ გამოგონილ ამბებსა და ტყუილებს