მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობა ხორბლის იმპორტზე გადასახადს აწესებს - მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია
მთავრობა ხორბლის იმპორტზე გადასახადს აწესებს - მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია

მთავრობა ხორბლის იმპორტზე გადასახადს აწესებს - მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 22:29|bm.ge

საქართველოს მთავრობა იმპორტირებულ ხორბალზე გადასახადს აწესებს. მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, საიმპორტო გადასახადი ერთ ტონა ხორბალზე 100 ლარით განისაზღვრება. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ მთავრობის შესაბამისი განკარგულება საჯარო არ არის, უცნობია, რა დროით იმოქმედებს საიმპორტო ბაჟი და შეეხება თუ არა იმპორტიორების უკვე არსებულ კონტრაქტებს.

ასოციაციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით, გადაწყვეტილება მარცვლეულის ადგილობრივი მწარმოებლების მხარდასაჭერად გაკეთდა, რადგან საქართველოში რუსეთიდან საკმაოდ დაბალ ფასად შემოედინება ხორბალი, მაღალი თვითღირებულების გამო კი ქართველ ფერმერებს ხორბლის დაბალ ფასად გაყიდვა არ უღირთ, რის გამოც უმრავლესობას შარშანდელი და მიმდინარე წლის მოსავალი საწყობებში აქვთ. მისი შეფასებით, გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად წაახალისებს მოთხოვნას ადგილობრივ ხორბალზე, საშუალებას მისცემს ფერმერებს პროდუქცია მინიმუმ 60 თეთრად მაინც გაყიდონ და მიღებული შემოსავლით თესვის პროცესი გააგრძელონ.

"საქართველოს მთავრობამ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნით და თხოვნით, ჩვენთან აქტიური თანამშრომლობით, მიიღო 10-თეთრიანი საფასურის შემოღების გადაწყვეტილება 1 კილოგრამ ხორბალზე, რაც არის ძალიან კარგი. დიდ მადლობას ვუხდით ყველა ჩართულ მხარეს, განსაკუთრებით სამინისტროს, მინისტრს. ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მოთხოვნას გააჩენს ხორბალზე და ფერმერები შეძლებენ ხორბლის გაყიდვას, რომელიც დაპაუზებული იყო ფაქტობრივად.

ხორბლის ჩასაბარებელი ფასი ადგილზე შეადგენს 45-50 თეთრს, რაც არანაირად არ შეესაბამება დღევანდელ მდგომარეობას. იცით, რომ საწვავის ფასის გაორმაგებულია, სასუქების ფასი გაორმაგებულია, ფაქტობრივად შენელებულია ხვნა-თესვის პროცესი. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მოსავლის გაყიდვას და ფერმერები შეძლებენ, რომ გააგრძელონ თესვის სამუშაოები”, - აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.

მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, წლევანდელი მოსავალი დაახლოებით 180 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც ადგილობრივი მოხმარების მხოლოდ 20%-ს აკმაყოფილებს. როგორც აქამდე ქვეყანა ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული.

აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოში 53,6 მილიონი დოლარის ღირებულების, 209 ათას ტონაზე მეტი ხორბლის იმპორტი განხორციელდა, რომლის უდიდესი წილი რუსული ხორბალია. აღნიშნულ პერიოდში საქართველომ რუსეთიდან 50,1 მლნ დოლარის ღირებულების, 194 932 ტონა ხორბალი იყიდა. მცირე მოცულობებით იმპორტი განხორციელდა ყაზახეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 135 სტატია.

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნოიმედი
  • "ფასმა შესაძლოა 3 ევროს მიაღწიოს" - საწვავის რეკორდული გაძვირების ფონზე გერმანიის მთავრობაში დავა გრძელდებარუსთავი 2
  • რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! - ფიქრია ჩიხრაძეტვ პირველი
  • შვედეთის არჩევნები: ოპოზიცია მცირე უპირატესობით უსწრებს მემარჯვენე მთავრობასნეტგაზეთი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

საქართველო მტკიცედ არის მოწოდებული, დააჩქაროს პროგრესი მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად - ირაკლი კობახიძე

საქართველო მტკიცედ არის მოწოდებული, დააჩქაროს პროგრესი მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად - ირაკლი კობახიძე

BM.GE

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ გააჩნია - ევროკავშირი

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ გააჩნია - ევროკავშირი

BM.GE

ქართულ ანიმაციას “რა ფერია შენი სიზმრები?” მონრეალში აჩვენებენ

ქართულ ანიმაციას “რა ფერია შენი სიზმრები?” მონრეალში აჩვენებენ

BM.GE

ველოდებით მეტ ინვესტიციას J.P. Morgan-ის მიერ წარდგენილი ახალი ინდექსით - ნათია თურნავა

ველოდებით მეტ ინვესტიციას J.P. Morgan-ის მიერ წარდგენილი ახალი ინდექსით - ნათია თურნავა

BM.GE