მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხი და რატი იონათამიშვილი პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ
ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხი და რატი იონათამიშვილი პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ

ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხი და რატი იონათამიშვილი პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ.

პარლამენტის წევრებმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილეს საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარების მნიშვნელობაზე, თანაბარი საგანმანათლებლო შესაძლებლობების უზრუნველყოფასა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერის გაძლიერებაზე. მათ ასევე ისაუბრეს ინკლუზიური გარემოს შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც თითოეული მოსწავლის სრულფასოვან ჩართულობასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარადგინეს საჯარო დიალოგის ძირითადი მიგნებები და მის საფუძველზე შემუშავებული ინიციატივები. მათ შორის: რესურსსკოლების მეთოდოლოგიურ ცენტრებად გარდაქმნა, სკოლამდელი განათლების საფეხურზე ინკლუზიური სერვისების განვითარება, სპეციალური მასწავლებლებისა და ასისტენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ასევე დისლექსიის მქონე ბავშვების მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერება.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ მიზანია სახელმწიფო უწყებებსა და სასკოლო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერება. ინიციატივა მიზნად ისახავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის არსებული მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. საჯარო დიალოგი ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. ქვეყნის მასშტაბით 15 შეხვედრა გაიმართა, რომელშიც 2 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

ღონისძიებას პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლები, სპეციალური მასწავლებლები, ფსიქოლოგები, სკოლების ადმინისტრაციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე მსოფლიო ბანკის პროექტის - „ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი“ მხარდაჭერით განხორციელდა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: სერბული მხარის პირველი საპრეზიდენტო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში შეიძლება შეფასდეს, როგორც გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ეს ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ქართულ-სერბულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ყველა მიმართულებით

საქართველოს ტურისტული პოტენციალს პოპულარულ ჩინურ პლატფორმაზე Bilibili გაეცნობიან

საქართველოს ტურისტული პოტენციალს პოპულარულ ჩინურ პლატფორმაზე Bilibili გაეცნობიან

იმედი

ცენტრალური საარჩევნო კომისია: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ

ცენტრალური საარჩევნო კომისია: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ

იმედი

,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე 3 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის გრანულები აღმოაჩინეს

,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე 3 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის გრანულები აღმოაჩინეს

იმედი