მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო წილოსანი: ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი მორიგი წარმატებაა ნაურუს მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. ეს არის კიდევ ერთი დამატებით გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ
ნინო წილოსანი: ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი მორიგი წარმატებაა ნაურუს მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. ეს არის კიდევ ერთი დამატებით გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ

იმედი|imedinews.ge

ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი მორიგი წარმატებაა ნაურუს მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, ამ შედეგის მიღწევა პირადად მინისტრის და მისი გუნდის ჩართულობით მოხერხდა.

„ეს არის კიდევ ერთი დამატებით გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. როდესაც მცირდება ქვეყნების რაოდენობა, ვინც ცნო ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ და მათთან დიპლომატიური ურთიერთობები გახსნა, რა თქმა უნდა ეს არის დამატებითი ნაბიჯი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ნაურუმ, რომელმაც ახლა გააუქმა დიპლომატიური ურთიერთობები ოკუპირებულ რეგიონებთან, გარკვეული წლების წინ ჩვენი ხელისუფლების დროს, ორი ქვეყნის მხრიდან იქნა იდენტური ნაბიჯი გადადგმული.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ყველანაირი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით იყოს ცნობილი და აღიარებული, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოებს იმ პროცესს, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.

სრული აბსურდია და არც ვაპირებ თავის მართლებას იმაზე, რომ ვინმე შეიძლება რუსულ საქმეს ემსახურებოდეს. ყველამ უკვე ძალიან კარგად იცის ვინ ემსახურებოდა რუსულ საქმეს თავის დროზე 2008 წლის ომით და არა მხოლოდ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, იყო დრო გარკვეული ქვეყნების ლიდერებს ხვდებოდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და რადიკალების მხრიდან ისმოდა კრიტიკა. დღევანდელმა დღემ და ნაურუს გადაწყვეტილებამ ამ შეხვედრების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

„თითოეულ ასეთ შეხვედრას და გადადგმულ ნაბიჯს აქვს კონკრეტული შედეგი. მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი საგარეო პოლიტიკის სწორ წარმართვას, რომელსაც ქალბატონი მინისტრი ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრის თაოსნობით“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელმა ორგანომ, ნაურუს კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გივი მიქანაძე პედაგოგების და სკოლების ტექ.პერსონალის ანაზღაურებაზე: ახლა მიმდინარეობს შემდეგი წლის ბიუჯეტის ფორმირება, მიმდინარეობს დისკუსიები, რომელშიც ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული. სამინისტროს ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ გარკვეული წინსვლა გვქონდეს ამ საკითხებში

გივი მიქანაძე: შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც გვინდა პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში. ამით პროფესიულის იმიჯის წამოწევა გვინდა

თამარ მახარაშვილი: თუ ადრე დაწყებითის მასწავლებელს 13 საათი ჰქონდა, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ბოლო ცვლილებების მიხედვით, მათ საათების რაოდენობა ეზრდებათ

თამარ მახარაშვილი: თუ ადრე დაწყებითის მასწავლებელს 13 საათი ჰქონდა, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ბოლო ცვლილებების მიხედვით, მათ საათების რაოდენობა ეზრდებათ

იმედი

თამარ მახარაშვილი: კომპეტენციადადასტურებულ ყველა მასწავლებელს თანაბრად უნდა მიეცეს შესაბამისი საგნის სწავლების შესაძლებლობა - ჩვენი მიზანია მასწავლებელს, რომელიც სკოლაში ასწავლის, სისტემა ისე დაეხმაროს, რომ მან კომპეტენციის დადასტურება მოახერხოს