მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო წილოსანი: საზოგადოება ხედავდა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოგვივარდებოდა და შეურაცხყოფას გვაყენებდა. ჩვენ შემდგომში დეტალურად ვიკვლევდით და ვააშკარავებდით, რომ ეს არ იყო ვიღაც გულანთებული მოქალაქე, ეს იყო კარგად დაფინანსებული ან „ენჯეო“, ან პოლიტიკური აქტივისტი
ნინო წილოსანი: საზოგადოება ხედავდა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოგვივარდებოდა და შეურაცხყოფას გვაყენებდა. ჩვენ შემდგომში დეტალურად ვიკვლევდით და ვააშკარავებდით, რომ ეს არ იყო ვიღაც გულანთებული მოქალაქე, ეს იყო კარგად დაფინანსებული ან „ენჯეო“, ან პოლიტიკური აქტივისტი

იმედი|imedinews.ge

ეს იყვნენ გვარამიას მეთაურობით აგრესიულად დამუხტული „ტვ პირველის“ თუ „ფორმულას“ ჟურნალისტები და მათ გვერდზე რა თქმა, უნდა ის „ენჯეო“ სექტორი, რომელიც ერთ დროს გვეუბნებოდა, რომ ადამიანის უფლებებს იცავდნენ, იცავდნენ ქალების და ბავშვების უფლებებს. უცებ მათ ჩამოიხსნეს ნიღბები და ეს ვითომ ადამიანის უფლებების დამცველები, ადამიანის უფლებებზე პირველი თავდამსხმელები აღმოჩნდნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიტიკოსებს, წლების განმავლობაში სპეციალურად ტრენინგდებოდნენ, თუ როგორ შეელახათ მოხერხებულად ადამიანის ღირსება.

„ჩვენი საზოგადოება ხედავდა ტელევიზიით და სოციალური ქსელებით ყველა იმ ადამიანს, ვინც მოგვივარდებოდა და შეურაცხყოფას გვაყენებდა. შემდგომში დეტალურად ვიკვლევდით და ვააშკარავებდით, რომ ეს არ იყო ვიღაც გულანთებული მოქალაქე, ეს იყო კარგად დაფინანსებული ან „ენჯეო“ აქტივისტი, ან პოლიტიკური აქტივისტი და ხშირ შემთხვევაში ორივე ერთი და იგივე ადამიანი იყო.

ეს ადამიანები წლების განმავლობაში სპეციალურად ტრენინგდებოდნენ, თუ როგორ შეელახათ მოხერხებულად ადამიანის ღირსება, როგორ დაემცირებინათ ეფექტურად ადამიანი და როგორ გაეხადათ ეს პროცესი არაჰუმანური“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასევე ისაუბრა საქართველოში მიღებულ გამჭვირვალობის კანონსა და მის გავლენაზე სიძულვილის ენის კამპანიასთან მიმართებით.

„ჩვენ ვხედავდით ჩვენს მიერ მიღებული კანონის შესაბამისად ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნები როგორ იღებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონებს და როგორ აღიარებენ, რომ უცხოური ჩარევა მათ რეალობაშიც არის სინამდვილე. ჩვენ ამ კანონის მიღებით დავიწყეთ საკვანძოდ მნიშვნელოვანი პროცესი, როდესაც ვთქვით, რომ ჩვენს ქვეყანაში ქვეყნის ბედს წყვეტს ქართველი ხალხი და არავითარ შემთხვევაში გარედან დაფინანსებული აგენტურა. ჩვენ ვთქვით, რომ ადამიანის ღირსება, რომელიც კონსტიტუციით არის დაცული და საერთაშორისო სამართლით აღიარებული, აბსოლუტური და ფუნდამენტური უფლება უნდა იქნეს დაცული სახელმწიფოს მხრიდან “, - განამარტა წილოსანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საზოგადოების

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 66 სტატია.

  • დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩებარუსთავი 2
  • საქართველოში დაიკარგა ტაილანდელი იუთუბერი: ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვსფორმულა
  • "ასეთი თემები უფრო "გულს ფხანს" საზოგადოებას"|ვის სჭირდებოდა უცხოელების დასაქმების გამკაცრება?BM.GE
  • HRW: "ოცნების" ახალი კანონები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას ანადგურებსტვ პირველი
საზოგადოების →

მსგავსი სტატიები

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

იმედი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

იმედი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი