მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

იმედი|imedinews.ge

ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მონარქი გასულ კვირას საავადმყოფოში გადაიყვანეს სისხლის იშვიათი დაავადების სამკურნალოდ. ოსლოს სამეფო სახლის ინფორმაციით, მეფე დღეს, ადგილობრივი დროით 06:35 საათზე ოსლოს ეროვნულ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

გარდაცვალებამდე სამეფო ოჯახის წევრები მეფეს საავადმყოფოში სტუმრობდნენ, სასახლესთან კი მოქალაქეებს ყვავილები მიჰქონდათ.

ჰარალდი 1937 წლის 21 თებერვალს ოსლოს მახლობლად, სკაუგუმის მამულში დაიბადა. BBC-ის ცნობით, ჰარალდი მე-XIV საუკუნის შემდეგ ნორვეგიაში დაბადებული პირველი მეფე იყო. მას ტახტზე მისი ვაჟი, ჰააკონი შეცვლის.

ტახტზე 35-წლიანი ყოფნის შემდეგ ჰარალდს გაიხსენებენ, როგორც პოპულარულ და რეფორმატორ მონარქს, რომელმაც სამეფო ინსტიტუტის მოდერნიზებას შეუწყო ხელი, ტრადიციას გადაუხვია და უბრალო მოქალაქეზე იქორწინა. ის ასევე ნორვეგიისთვის ყველაზე რთულ პერიოდებში საზოგადოების გამაერთიანებელ ფიგურად ითვლებოდა.

2011 წელს ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე განხორციელებული აფეთქებისა და შეიარაღებული თავდასხმების შემდეგ ჰარალდმა ნორვეგიელებს ერთმანეთის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ისინი „შიშს არ უნდა დაემორჩილონ“.

ჰარალდს დარჩა მეუღლე, დედოფალი სონია, რომელთანაც თითქმის 58 წელი იცხოვრა, ქალიშვილი, პრინცესა მართა ლუიზა, ვაჟი, მომავალი მეფე ჰააკონი და ექვსი შვილიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

იმედი

კანადის პრემიერ-მინისტრი ონტარიოს ტბაზე: ეს სახელწოდება 400 წელზე მეტი ხნისაა და წინ უსწრებს როგორც კანადის კონფედერაციის შექმნას, ისე აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციას

კანადის პრემიერ-მინისტრი ონტარიოს ტბაზე: ეს სახელწოდება 400 წელზე მეტი ხნისაა და წინ უსწრებს როგორც კანადის კონფედერაციის შექმნას, ისე აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციას

იმედი

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც „პოლიტიკურ პატიმრებს“ ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა - იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

დავით ქართველიშვილი: მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების დროს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე ახალგაზრდის შეწყალების შესახებ, მნიშვნელოვან წერტილს სვამს სამართლებრივ და მორალურ დისკუსიაში. რადიკალური პოლიტიკური ლიდერები და კურატორები მათ ცოცხალ ფარად იყენებდნენ საკუთარი დღის წესრიგის გასატანად