მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტის დასრულების შემდეგ აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, თელავის აეროპორტის განვითარების პროექტი კახეთში რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენას და საჰაერო ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის შიდა საჰაერო დაკავშირებადობის გაუმჯობესებას, რეგიონებს შორის გადაადგილების შესაძლებლობების გაფართოებას, ასევე კახეთში ტურისტული და საქმიანი ნაკადების ზრდას.

ახალი ტერმინალის არქიტექტურული კონცეფცია „ხმალაძე არქიტექტორებმა“ შეიმუშავა, რომელმაც შესაბამის კონკურსში გაიმარჯვა. პროექტი თანამედროვე და ფუნქციური სამგზავრო ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. არქიტექტურულ გადაწყვეტაში კი გათვალისწინებულია კახეთის გარემო და რეგიონისთვის დამახასიათებელი თავისებურებები.

თელავის აეროპორტის განვითარება მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტის პარალელურად მიმდინარეობს. ორივე პროექტი საქართველოს რეგიონული აეროპორტების განვითარების ერთიანი ხედვის ნაწილია და მათი ქვეყნის ერთიან საავიაციო ქსელში ინტეგრირებას ემსახურება.

სატენდერო წინადადებების წარდგენა 25-იდან 29 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. გამარჯვებულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 21 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გამოცხადდა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • როგორი იქნება მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი - ₾15-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდაBM.GE
  • უკრაინაში გლოვა გამოცხადდა კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგნეტგაზეთი
  • კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდარუსთავი 2
  • 22 ივლისს ბათუმში დაჭრის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს, 1 პირზე ძებნა გამოცხადდაფორმულა
გამოცხადდა →

მსგავსი სტატიები

კანადის პრემიერ-მინისტრი ონტარიოს ტბაზე: ეს სახელწოდება 400 წელზე მეტი ხნისაა და წინ უსწრებს როგორც კანადის კონფედერაციის შექმნას, ისე აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციას

კანადის პრემიერ-მინისტრი ონტარიოს ტბაზე: ეს სახელწოდება 400 წელზე მეტი ხნისაა და წინ უსწრებს როგორც კანადის კონფედერაციის შექმნას, ისე აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციას

იმედი

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც „პოლიტიკურ პატიმრებს“ ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა - იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

დავით ქართველიშვილი: მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების დროს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე ახალგაზრდის შეწყალების შესახებ, მნიშვნელოვან წერტილს სვამს სამართლებრივ და მორალურ დისკუსიაში. რადიკალური პოლიტიკური ლიდერები და კურატორები მათ ცოცხალ ფარად იყენებდნენ საკუთარი დღის წესრიგის გასატანად

ჩიხელიძე: ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა ადამიანებმა გვაჩვენეს, რომ მნიშვნელოვანია შეცდომის აღიარება - იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს ადამიანები მომავალში აღარ აღმოჩნდებიან სხვისი, განსაკუთრებით კი გარედან მართული ძალების პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები