
ნუცა ბუზალაძის მზადება კონცერტისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იმედი|imedinews.ge
საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველი არტისტის, ნუცა ბუზალაძის პირველი მასშტაბური სოლო შოუ ბათუმში გაიმართება. მომღერალი 22 აგვისტოს მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში თანამედროვე მუსიკალური პროექტით „ნუცას ლავ შოუთი“ წარდგება.
ცოცხალი შესრულება, თანამედროვე სცენოგრაფია და მრავალფეროვანი ვიზუალური სანახაობა - ამერიკელი მუსიკოსების ბენდთან ერთად გაიმართება.
პროექტის რეჟისორია ზაზა ორაშვილი. მსმენელისთვის საყვარელი კომპოზიციები, სპეციალურად ამ შოუსთვის შექმნილი სრულიად ახალი არანჟირებითა და თანამედროვე ჟღერადობით შესრულდება.
კონცერტის ჩანაწერს „იმედის“ მაყურებელიც ნახავს. შორენა კოპალეიშვილი ესწრებოდა დღეს რეპეტიციას.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge