
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ოლა ჰენრიკსონი: ძალიან გვიხარია, რომ დიასპორის მომავალი სამიტი თბილისში გაიმართება... მოუთმენლად ველით მთავრობასთან თანამშრომლობას
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ოლა ჰენრიკსონმა იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძესთან შეხვედრა შეაფასა.
„ჩვენ განვიხილეთ საქართველოში მიგრაციის მართვის საკითხების ფართო სპექტრი, განსაკუთრებით კი - დიასპორის ჩართულობის თემა. ძალიან გვიხარია, რომ საქართველო გაუწევს ორგანიზებას დიასპორის მომავალ სამიტს, რომელიც სექტემბერში თბილისში გაიმართება. ჩვენ მოუთმენლად ველით მთავრობასთან თანამშრომლობას, რათა ეს ღონისძიება წარმატებულად ჩატარდეს“, - განაცხადა მან.
ოლა ჰენრიკსონმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას:
„განვიხილეთ სხვა არაერთი საკითხი, რომელთა ფარგლებშიც მხარს ვუჭერთ საქართველოს. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ქვეყნის დახმარებას და ვიქნებით სანდო პარტნიორი იმ მიგრაციული გამოწვევების დაძლევაში, რომელთა წინაშეც საქართველო დგას“.
