მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ონკოპაციენტი ბავშვების მშობლების და მათი ოჯახების წევრების განცხადება: ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია და პირადი ტრაგედიის „შავ იუმორად“ გარდაქმნა შეურაცხმყოფელია - Betsson sport-ს, გიორგი კალატოზს და მათ კოლეგებს ვთხოვთ ბოდიში მოუხადონ ყველას, ვისთვისაც ისედაც მტკივნეული თემა შეურაცხყოფად აქციეს
ონკოპაციენტი ბავშვების მშობლების და მათი ოჯახების წევრების განცხადება: ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია და პირადი ტრაგედიის „შავ იუმორად“ გარდაქმნა შეურაცხმყოფელია - Betsson sport-ს, გიორგი კალატოზს და მათ კოლეგებს ვთხოვთ ბოდიში მოუხადონ ყველას, ვისთვისაც ისედაც მტკივნეული თემა შეურაცხყოფად აქციეს

იმედი|imedinews.ge

ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია, მკურნალობის პროცესში ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტის სასაცილოდ წარმოჩენა და ადამიანების პირადი ტრაგედიის „შავ იუმორად“ გარდაქმნა უცენზურო და შეურაცხმყოფელია, - ამის შესახებ ნინი მთვარაძე წერს და ონკოპაციენტი ბავშვების მშობლების და მათი ოჯახების წევრების განცხადებას აქვეყნებს.

განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელებულ იუმორისტულ „სკეტჩს“ ეხება, სადაც მონაწილეების მხრიდან ლეიკემიით დაავადებული პირების მიმართ დამცინავი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ჩანს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი შეურაცხმყოფელი და მკურნალობის შედეგად დამდგარი ვიზუალური დაზიანებების სასაცილოდ წარმოჩენა კატეგორიულად მიუღებელია.

„მიუხედავად ჩვენი შვილების უმძიმესი დაავადებებისა და პირადი ტრაგედიებისა, იუმორი არ დაგვიკარგავს და ჩვენც გვეცინება ხარისხიან ხუმრობებზე, მდაბიო იუმორს გვერდს ვუვლით, თუმცა მსგავსი შეურაცხმყოფელი და მკურნალობის შედეგად დამდგარი ვიზუალური დაზიანებების სასაცილოდ წარმოჩენა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ვგმობთ მსგავს დამცინავ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებებს ჩვენი შვილების და თითოეული ონკოპაციენტის მიმართ და გადაცემის ავტორებსა და წამყვანებს, მათ შორის: Betsson sport-ს, გიორგი კალატოზს, ნიკა შევარდნაძეს და მათ კოლეგებს ვთხოვთ, გაიაზრონ და ბოდიში მოუხადონ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ისედაც მტკივნეული თემა შეურაცხყოფად აქციეს.

განცხადებას ხელს აწერენ: ნინი მთვარაძე მარიამ მითაიშვილი თამუნა ჩახმახაშვილი ნინო ელბაქიძე სოფო ელოშვილი თაკო თეზელაშვილი ირმა გოგოლაძე ირმა შენგელია ინგა იაკობაძე მეგი წაქაძე ელზა ფარცვანია ნათია ხიზამბარელი ნანიკო ტორონჯაძე დარეჯან სურმანიძე ლია მესხიძე ლალი ნარუშვილი ანნა სააკაძე ლელა ლომიძე მევლუდი ჩულუხაძე“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აქცია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • მარიჯანის ქუჩის დაზარალებულებმა მერიასთან აქცია გამართეს - რას ითხოვენ?BM.GE
  • ინგლისში საპროტესტო აქცია დემონსტრანტებს და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდარუსთავი 2
  • "გაათავისუფლეთ თამაზ ელიზბარაშვილი!" - აქცია კანცელარიასთანტვ პირველი
  • ბათუმში, აქციის მონაწილეებზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყოფორმულა
აქცია →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი