მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე წამოიწყეს კამპანია, რომ თითქოს ის მოკლეს
ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე წამოიწყეს კამპანია, რომ თითქოს ის მოკლეს

ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე წამოიწყეს კამპანია, რომ თითქოს ის მოკლეს

იმედი|imedinews.ge

დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა კამპანია წამოიწყეს, რომ თითქოს ის მოკლეს. ისინი არაერთ ვერსიას ასახელებენ, მათ შორის, უკავშირებენ მის საქმიანობას.

“ასეთი ადამიანების არსებობა და საქმიანობა, რუსეთს ძალიან არ აწყობს და ამიტომ, რეპუტაციულად ან ფიზიკურად ანადგურებენ. ცხადია დაურის გარდაცვალება, საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული”, - წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე.

“ერთ-ერთი ბოლო ვიდეო იყო აფხაზეთში საქართველოდან ბენზინის შეტანაზე. კომენტარებში უწერდნენ რომ ვიდეოს შინაარსიდან გამომდინარე სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. დაური სახლში გარდაცვლილი იპოვეს”, - წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.

“მისი ვიდეოებს თან ახლდა რუსების მუქარები, ზიზღი, ბრაზი. დღეს გარდაცვლილი ნახეს. ეგეთი ქვეყანა ვართ”, - წერს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით კი დადგინდა, რომ გარდაცლილმა მეგობართან ერთად, ბინაში ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. დაღუპულის მეგობრის გამოკითხვის შედეგად კი გაირკვა, კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი დაურ ბუავა მან მარტო დატოვა, საცხოვრებელის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს. ბუავას მეგობარი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, პოლიციამ განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დააკავა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

იმედი

ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი

ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი

იმედი

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის

იმედი

ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები

ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები

იმედი