მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ორმა ალპინისტმა ევერესტზე ასვლის ახალი მსოფლიო რეკორდები დაამყარა
ორმა ალპინისტმა ევერესტზე ასვლის ახალი მსოფლიო რეკორდები დაამყარა

ორმა ალპინისტმა ევერესტზე ასვლის ახალი მსოფლიო რეკორდები დაამყარა

იმედი|imedinews.ge

ნეპალელმა ალპინისტმა კამი რიტა შერპამ ევერესტი 32-ედ დაიპყრო და პლანეტის უმაღლეს მწვერვალზე ასვლის საკუთარი მსოფლიო რეკორდი განაახლა. იმავე დღეს, ლჰაკპა შერპამ ქალთა შორის ახალი რეკორდი დაამყარა - ის ევერესტზე მეთერთმეტედ ავიდა.

55 წლის კამი რიტა შერპამ მორიგი ასვლა კვირას განახორციელა. ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ მწვერვალის დაპყრობამდე ალპინისტი სოციალურ ქსელებში ევერესტზე კარიერის შესაძლო დასრულებაზე მიანიშნებდა. თუმცა, ორგანიზატორი კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საბაზო ბანაკში დაბრუნების შემდეგ სპორტსმენი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას პოტენციური 33-ე ასვლის შესახებ.

კამი რიტა შერპა ნეპალის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მაღალმთიან გიდად ითვლება. ის რეგულარულად მონაწილეობს ევერესტზე მოწყობილ კომერციულ ექსპედიციებში და მწვერვალზე ასვლის რაოდენობით მსოფლიო რეკორდს ფლობს.

ქალთა შორის ახალი რეკორდი 53 წლის ლჰაკპა შერპამ დაამყარა. ის ევერესტზე მეთერთმეტედ ავიდა. ალპინისტმა მწვერვალი პირველად 2000 წელს დაიპყრო - პირველი ქალიშვილის შეძენიდან 8 თვის შემდეგ, როდესაც ის მეორე ბავშვზე იყო ორსულად.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი