მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ოზი ოსბორნი ციფრული ავატარის სახით დაბრუნდება
ოზი ოსბორნი ციფრული ავატარის სახით დაბრუნდება

ოზი ოსბორნი ციფრული ავატარის სახით დაბრუნდება

იმედი|imedinews.ge

ოზი ოსბორნი სცენაზე ციფრული სახით დაბრუნდება. Black Sabbath-ის ლეგენდარული ფრონტმენის ოჯახმა მუსიკოსის ხელოვნური ინტელექტის (AI) ორეულის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელთანაც ფანები თითქმის ისევე შეძლებენ ურთიერთობას, როგორც ნამდვილ ოზისთან. პროექტი როკერის ქვრივმა შერონ ოსბორნმა და მუსიკოსის ვაჟმა ჯეკ ოსბორნმა აშშ-ში, გამოფენაზე Licensing Expo წარადგინეს.

პროექტზე მუშაობს Hyperreal-ი - კომპანია, რომელმაც მანამდე Notorious B.I.G.-სა და ლიონელ მესის ციფრული ავატარები შექმნა. ოსბორნების ოჯახის თქმით, საუბარია არა უბრალოდ არტისტის ვიზუალურ ასლზე, არამედ სრულფასოვან „ციფრულ დნმ-ზე“ - ოზის ხმით, მისი მიმიკით, მოძრაობებითა და ურთიერთობის საფირმო მანერით.

შერონ ოსბორნი ამტკიცებს, რომ თაყვანისმცემლები შეძლებენ ოზის AI-ვერსიას ნებისმიერი კითხვა დაუსვან, ის კი საკუთარი ხმით უპასუხებს და ისე, თითქოს საუბარი მართლაც თავად მუსიკოსთან მიმდინარეობს. ჯეკ ოსბორნი ამბობს, რომ დეველოპერები ციფრული მოდელის სიზუსტემ გააოცა: მისი თქმით, იქმნება შეგრძნება, თითქოს ოზი კომპიუტერის შიგნით აგრძელებს არსებობას.

„ციფრული ოსბორნის“ პირველი ინტერაქციული ვერსიები უკვე ამ ზაფხულს გამოჩნდება აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. მათ სპეციალურ ეკრანებზე დაამონტაჟებენ. მუსიკოსის ოჯახი არ მალავს, რომ პროექტს განიხილავს როგორც გრძელვადიან ციფრულ ფრანშიზას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში შეეძლება არსებობა.

ოზი ოსბორნი 2025 წლის 22 ივლისს, 76 წლისა გარდაიცვალა. 2 კვირით ადრე კი Black Sabbath-თან ერთად რეკორდული საქველმოქმედო გამოსამშვიდობებელი კონცერტი გამართა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი