მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაატა კვიჟინაძე: მთავარია აუდიტის დასკვნების აღსრულება - დასკვნების პროცენტმა მოიმატა და ყოველწლიურად იმატებს, რაც ძალიან კარგია
პაატა კვიჟინაძე: მთავარია აუდიტის დასკვნების აღსრულება - დასკვნების პროცენტმა მოიმატა და ყოველწლიურად იმატებს, რაც ძალიან კარგია

პაატა კვიჟინაძე: მთავარია აუდიტის დასკვნების აღსრულება - დასკვნების პროცენტმა მოიმატა და ყოველწლიურად იმატებს, რაც ძალიან კარგია

იმედი|imedinews.ge

აქ [ოპოზიციონერმა] კოლეგებმა თქვეს, რომ 100%-იანი ვიცითო - თქვით, მიდით პროკურატურაში და უთხარით, რომ არის ასეთი დანაშაული, რას ელოდებით ამ აუდიტის სამსახურს, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, აუდიტის დასკვნები ყოველთვის იწერებოდა და მომავალშიც დაიწერება, მთავარი კი მისი აღსრულებაა. კვიჟინაძემ დადებითად შეაფასა აუდიტის სამსახურის დასკვნების რაოდენობის ზრდა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

„პროკურატურაში 17 საქმე გადაიგზავნა და აუდიტის სამსახური პროკურატურაში იმიტომ კი არ აგზავნის, რომ ეძებს, რაღაც საპროკურატუროს, როგორც ჩვენ, ყველა ადამიანი, თუ დავინახეთ, რომ სადმე დანაშაული ხდება, ეს დანაშაული უნდა შეატყობინო, ისე ატყობინებს [აუდიტის სამსახურიც]. კიდევ, ევროპასთან დაკავშირებით, თუ ევროპა მოგწონთ, გითხარით, ევროპის გადაწყვეტილება ეს არის და პრინციპულად მაღალი შეფასებაა იმისა, რომ რეკომენდაციები უნდა იყოს და თქვენ ითხოვთ ახლა, რომ დასჯადი იყოსო და სანქციებიო და გაერკვიეთ, ევროპას უჭერთ მხარს თუ თქვენი მოსაზრებები გაქვთ. და ასევე ევროპასთან დაკავშირებით, მოდი ჩვენს ქვეყანას მივხედოთ და დავანებოთ ამ ევროპისკენ და სხვა ქვეყნებისკენ ყურებას თავი. ვინც ახლა საქართველოში თვლის, რომ ეს სანქციები, თუნდაც ტელევიზიის მიმართ, იმის გამო, რომ თავისი აზრი გამოხატა, სწორია - არ გავაკეთებ შეფასებას. რა, სხვა ოპოზიციური ტელევიზიები რომ არიან, ის კარგად იქცევა, ყველაფერს სწორად აკეთებს? რატომ არ აქვს სანქციები? ეს წარმოუდგენელი რაღაც არის.

ეს აუდიტის დასკვნები იწერებოდა და დაიწერება ყოველთვის. მთავარი არის მისი აღსრულება. ეს იყო 2012 წლამდეც, ოღონდ ყველგან ვერ შედიოდნენ, 2012 წლის შემდეგაც, მათ შორის, ყველა პრემიერის დროს და გახარიას დროსაც, მე ვარ მაგის განმხილველი და არანაირი ცვლილება არ ყოფილა. აგერ, დეპუტატებიც იყვნენ მის დროს, თანამდებობის პირებიც იყავით და პრემიერიც გყავდათ. იგივე იყო, რაც ახლა არის. მე ამით კი არავის ვამტყუნებ, უბრალოდ, აუდიტის დასკვნები უნდა გაკეთდეს და დასკვნების პროცენტმა, გითხრათ აუდიტის ხელმძღვანელმა, რომ მოიმატა და ყოველწლიურად მატულობს და ძალიან კარგია, რომ მოიმატა და იმედი მაქვს, კიდევ ერთჯერ მოიმატებს და ბევრჯერ მოიმატებს“, - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იმედი

ლადო სადღობელაშვილი: ხელისუფლების დღევანდელი, ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა - არ ავყვეთ პროვოკაციებს, არ გავხდეთ სხვისი ომების პოლიგონი და შევინარჩუნოთ მშვიდობა - ერთადერთი ლოგიკური არჩევანია ამ ქაოსში. ეს არ არის ვინმეს შიში, ეს არის უმაღლესი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა

იმერეთი „გემოფესტისთვის“ ემზადება

იმერეთი „გემოფესტისთვის“ ემზადება

იმედი

მარკო რუბიო: ტრამპს და პუტინს ალასკაზე არაფერზე მოულაპარაკებით

მარკო რუბიო: ტრამპს და პუტინს ალასკაზე არაფერზე მოულაპარაკებით

იმედი