
პაკისტანში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
იმედი|imedinews.ge
სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა პაკისტანში მომხდარი აფეთქებისას. ბომბი პოლიციის განყოფილებასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. რეგიონული პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 5 პოლიციელი, 8 მშვიდობიანი მოქალაქე, 1 კი თავად თავდამსხმელია. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება პაკისტანის „თალიბანმა“ აიღო.
მედიის ცნობით, ქვეყანა მზარდ ამბოხებებს ებრძვის. ირკვევა, რომ კვირას იმავე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ პოლიციის მხარდამჭერი აქცია იმართებოდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა სწორედ ეს აქცია თავდასხმის სამიზნე
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge