
მედია: პარიზის სააპელაციო სასამართლომ მარინ ლე პენს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ერთი წელი მას ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს
იმედი|imedinews.ge
პარიზის სააპელაციო სასამართლომ ფრანგი მემარჯვენეების ლიდერი - მარინ ლე პენი სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ გამოყენებაში დამნაშავედ სცნო - სასამართლომ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ორი წელი პირობითი მსჯავრია, ერთი წელი კი მას ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს. გარდა ამისა, სასამართლომ 100 000 ევროს ოდენობის ჯარიმა ძალაში დატოვა.
ამასთან, როგორც France24 იუწყება, სასამართლომ მარინ ლე პენს განაჩენი შეუმსუბუქა და არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის ვადა შეუმცირა. ის შეძლებს, მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში 2027 წელს, როცა ამჟამინდელი პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ვადა ამოიწურება.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge
