მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარიზის სააპელაციო სასამართლოში პროკურატურამ სარკოზის მიმართ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 300 000 ევროს ოდენობის ჯარიმა და 5 წლით არჩევითი თანამდებობის დაკავების აკრძალვა მოითხოვა
პარიზის სააპელაციო სასამართლოში პროკურატურამ სარკოზის მიმართ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 300 000 ევროს ოდენობის ჯარიმა და 5 წლით არჩევითი თანამდებობის დაკავების აკრძალვა მოითხოვა

პარიზის სააპელაციო სასამართლოში პროკურატურამ სარკოზის მიმართ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 300 000 ევროს ოდენობის ჯარიმა და 5 წლით არჩევითი თანამდებობის დაკავების აკრძალვა მოითხოვა

იმედი|imedinews.ge

პარიზის სააპელაციო სასამართლოში, სადაც 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ლიბიიდან უკანონო დაფინანსების საქმეს განიხილავენ, პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

სახელმწიფო ბრალდებამ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მიმართ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 300 000 ევროს ოდენობის ჯარიმა და 5 წლით არჩევითი თანამდებობის დაკავების აკრძალვა მოითხოვა.

ეს ზუსტად ის სასჯელია, რომელსაც პროკურატურა ერთი წლის წინ, პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესზე ითხოვდა. მაშინ სარკოზის 5 წლით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ბრალდების მხარე ამჯერად სააპელაციო სასამართლოსგან მეტ სიმკაცრეს და ყოფილი პრეზიდენტის ყველა წარდგენილ მუხლში გამტყუნებას ელოდება.

პროკურორის განცხადებით, გამოძიებამ დაადასტურა, რომ ნიკოლა სარკოზი იყო მუამარ კადაფის რეჟიმის მაღალჩინოსნებთან შეხვედრების მთავარი ორგანიზატორი. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ სარკოზისა და ლიბიელ დიქტატორს შორის არსებობდა კორუფციული გარიგება, რომლის მიზანიც პრეზიდენტობის კანდიდატის პირადი და პოლიტიკური ამბიციების დაფინანსება იყო.

პროკურატურა მოითხოვს, რომ ექს-პრეზიდენტი დამნაშავედ ცნონ დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში, კორუფციაში, კამპანიის უკანონო დაფინანსებასა და სახელმწიფო სახსრების მითვისებით მიღებული ქონების დამალვაში.

სახელმწიფო ბრალდებამ სასჯელი საქმეში მონაწილე სხვა მაღალჩინოსნებისთვისაც მოითხოვა. კერძოდ, კლოდ გეანის მიმართ, რომელიც სარკოზის „მარჯვენა ხელად“ ითვლება, პროკურატურა 6 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 100 000 ევროს ოდენობის ჯარიმას ითხოვს. ბრის ორტეფოს მიმართ - საფრანგეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი - კი 4-წლიანი პატიმრობა მოითხოვს, საიდანაც ორი წელი პირობითი იქნება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე სასამართლოში ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის გამოკითხვა დაიწყოფორმულა
  • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინაBM.GE
  • გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატს სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვსტვ პირველი
  • საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართარუსთავი 2
სასამართლო →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი