მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ფაშინიანმა და ალიევმა სატელეფონო საუბრისას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის პროგრესი განიხილეს
ფაშინიანმა და ალიევმა სატელეფონო საუბრისას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის პროგრესი განიხილეს

ფაშინიანმა და ალიევმა სატელეფონო საუბრისას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის პროგრესი განიხილეს

იმედი|imedinews.ge

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას სომხეთის პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

„სატელეფონო საუბრისას მხარეებმა მიმოიხილეს 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართული სამშვიდობო სამიტის პირველი წლისთავი. სამიტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერით გაიმართა და მის შედეგად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებას, ასევე, ორი ქვეყნის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის ხელმოწერის შესაძლებლობას ჩაეყარა საფუძველი.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მნიშვნელოვან როლზე სამშვიდობო პროცესის წინსვლაში.

საუბრისას აღინიშნა ის პროგრესი, რომელიც გასული წლის განმავლობაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით არის მიღწეული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ფაშინიანმა და ალიევმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, როგორც მშვიდობის სარგებლის ხელშესახებ გამოვლინებაზე. ამ კონტექსტში აღინიშნა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების სომხეთში ექსპორტი, ასევე, აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთის მიმართულებით და სომხეთიდან სხვა მიმართულებებით სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა, აღნიშნულია გავრცელებულ პრესრელიზში.

„გარდა ამისა, მხარეებმა ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად TRIPP-ის მარშრუტის განხორციელების საკითხიც განიხილეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამშვიდობო პროცესის შემდგომი წინსვლისა და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას“, - დასძინეს ფაშინიანის პრესსამსახურში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ანაკლიის საზღვაო ნავსადგური: ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ვრცელდება ტექნიკურად და ფაქტობრივად არასწორი ინფორმაცია, თითქოს პროექტის პარამეტრები შემცირდა და პორტის შესაძლებლობები შეიზღუდა

კობა კობალაძე ბარამიძეზე:  ყოვლად ამაზრზენი განცხადება გააკეთა. შეურაცხყოფა მიაყენა ვეტერანებს და გულანთებულ ადამიანებს

კობა კობალაძე ბარამიძეზე: ყოვლად ამაზრზენი განცხადება გააკეთა. შეურაცხყოფა მიაყენა ვეტერანებს და გულანთებულ ადამიანებს

იმედი

ABC News: პენტაგონმა გაათავისუფლა გენერალი, რომლის ქვედანაყოფი უკრაინისთვის დახმარების მიწოდების კოორდინაციას ახდენდა

ABC News: პენტაგონმა გაათავისუფლა გენერალი, რომლის ქვედანაყოფი უკრაინისთვის დახმარების მიწოდების კოორდინაციას ახდენდა

იმედი

სოზარ სუბარი 2008 წლის აგვისტოს ომზე: დღეს, როდესაც ვუყურებთ, როგორ იქცევიან საქართველოში მოქმედი უცხოური აგენტურა და მათი პატრონები, ნათლად ჩანს, რომ მაშინ იყო დაკვეთა - რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო ძნელი იქნებოდა შერიგება ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის