მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტის წევრებმა ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
პარლამენტის წევრებმა ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის წევრებმა ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი პარლამენტის წევრებთან ერთად, ქალაქ ბათუმის მე-9 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრია მოწყობილი. პარლამენტის წევრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად გამოცდების ჩატარებისთვის გამოყოფილი სივრცეები, ვიდეო მეთვალყურეობის კაბინეტი და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი ოთახი დაათვალიერეს. დეპუტატები საგამოცდო ცენტრში ახალგაზრდების რეგისტრაციის პროცესს დაესწრნენ და აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარება უსურვეს. ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან, ქალაქ ბათუმის მერ გიორგი ცინცაძესთან და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძესთან ერთად ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა მოინახულეს. დეპუტატებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლის ბიბლიოთეკა, საკლასო ოთახები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სკოლის ადმინისტრაციასთან და პედაგოგებთან ზოგადი განათლების რეფორმის და საგანმანათლებლო პროცესის საკითხებზე ისაუბრეს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 86 სტატია.

  • ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოციაBM.GE
  • ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები 2026" ბათუმში გრძელდებარუსთავი 2
  • ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესფორმულა
  • მშენებარე ბინები ბათუმში – საუკეთესო ინვესტიციატვ პირველი
ბათუმში →პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

კანადამ განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, დაახლოებით 700 დასახელების ამერიკულ პროდუქტზე 50%-მდე ტარიფების დაწესებას გეგმავს

კანადამ განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, დაახლოებით 700 დასახელების ამერიკულ პროდუქტზე 50%-მდე ტარიფების დაწესებას გეგმავს

იმედი

იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ განაგრძობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის, ტომოკო აკანეს მხარდაჭერას, რომელსაც გასულ კვირას აშშ-მა სანქციები დაუწესა

იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ განაგრძობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის, ტომოკო აკანეს მხარდაჭერას, რომელსაც გასულ კვირას აშშ-მა სანქციები დაუწესა

იმედი

CBS News: მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა

CBS News: მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა

იმედი

პარლამენტის წევრები გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწრნენ

პარლამენტის წევრები გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწრნენ

იმედი