მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტმა გეკა გელაძის კანდიდატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაამტკიცა
პარლამენტმა გეკა გელაძის კანდიდატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაამტკიცა

პარლამენტმა გეკა გელაძის კანდიდატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაამტკიცა

იმედი|imedinews.ge

პარლამენტმა, 85 ხმით 12-ის წინააღმდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გეკა გელაძე აირჩია.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გეკა გელაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე თქვენი საქმიანობისთვის. ამ პერიოდში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მთელი საზოგადოება აკვირდებოდა თქვენს ბრძოლას დამნაშავეობასთან. განსაკუთრებული შემართება ვიხილეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული პოლიციელის მხრიდან და აქ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლი ჰქონდა თქვენს პირად მაგალითს. გილოცავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად არჩევას. დარწმუნებული ვარ, ზუსტად ასეთივე შემართებით გაუძღვებით საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს. პარლამენტის სახელით წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ, თქვენს თანამშრომლებთან ერთად“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, საქართველოს მთავრობის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს.

მანამდე, გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. აღნიშნულ თანამდებობაზე იგი სულხან თამაზაშვილმა შეცვალა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
  • მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, რომ გეგმური იქნება თუ რიგგარეშე, ჩაუტარდეს მას სამედიცინო გამოკვლევა - ლევან მაჭავარიანი სააკაშვილზერუსთავი 2
  • აჭარაში $20 500-ის მოცულობის ყალბი ვალუტის გასაღებისთვის 2 პირი დააკავეს - საგამოძიებო სამსახურიBM.GE
  • რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცაფორმულა
სამსახურის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი