მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აჭარაში $20 500-ის მოცულობის ყალბი ვალუტის გასაღებისთვის 2 პირი დააკავეს - საგამოძიებო სამსახური
აჭარაში $20 500-ის მოცულობის ყალბი ვალუტის გასაღებისთვის 2 პირი დააკავეს - საგამოძიებო სამსახური

აჭარაში $20 500-ის მოცულობის ყალბი ვალუტის გასაღებისთვის 2 პირი დააკავეს - საგამოძიებო სამსახური

BM.GE29 ივლისი, 2026, 15:04|bm.ge

დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში გაასაღეს 20 500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100- და 50-დოლარიანი კუპიურები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BRICS-ის ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ - ვინ ესწრება სამიტს?

BRICS-ის ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ - ვინ ესწრება სამიტს?

BM.GE

არ შეიძლება ავიაკომპანია მუდმივად სახელმწიფო დოტაციაზე იყოს მიერთებული - ავიაციის ექსპერტი შიდა ფრენებზე

არ შეიძლება ავიაკომპანია მუდმივად სახელმწიფო დოტაციაზე იყოს მიერთებული - ავიაციის ექსპერტი შიდა ფრენებზე

BM.GE

თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა

თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა

BM.GE

NFL-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი 2026 წელს

NFL-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი 2026 წელს

BM.GE