მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით მომზადებული კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით მომზადებული კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით მომზადებული კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები პირველი მოსმენით წარადგინა.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა 86 ხმით მიიღო.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტით „შავ სიასთან“ და დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები შემოდის. მისი თქმით, ამჟამად „შავ სიაში“ მოხვედრა ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო კონტრაქტზე დაშვების უფლების შეზღუდვას გულისხმობს. ცვლილების თანახმად, ერთმანეთისგან იმიჯნება ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება და შემთხვევა, როდესაც პირი ხელშეკრულების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერ ქმედებას განახორციელებს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის აკრძალვა ერთიდან ორ წლამდე იზრდება და ეს შეზღუდვა გავრცელდება არა მხოლოდ უშუალოდ იმ ეკონომიკურ ოპერატორზე, ვინც აღნიშნულ ქმედებას ჩაიდენს, არამედ მის დამფუძნებელსა და პარტნიორზე. მისი თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე ამახვილებს, რაც ქვეკონტრაქტორის ცნების ინსტიტუციურ დანერგვასა და მისი გამოყენების სამართლებრივი ჩარჩოს დეტალურ რეგულირებაში გამოიხატება.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა 79 ხმით მიიღო, იცვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმა, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლებრივ ქმედებებს ეხება. ცვლილება ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, მათ შორის, ბაზრის კვლევისა და გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებისას, წინასწარი შეთანხმების, გარიგების ან სხვა ქმედებისთვის, თუ ეს მიმართულია მატერიალური სარგებლის ან უპირატესობის მიღებისკენ და იწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევას. პროექტი ასევე აზუსტებს, რომ აღნიშნული დანაშაულის სუბიექტი არ არის მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი, ხოლო იურიდიული პირისთვის განსაზღვრავს სანქციებს საქმიანობის უფლების ჩამორთმევის, ლიკვიდაციისა და ჯარიმის სახით.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს - ზემდგომი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით, კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში. გარდა ამისა, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 15%-ს, ნაცვლად - არსებული 10%-ისა.

კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით - 77 მომხრე, 9 წინააღმდეგი, მიიღო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 163 სტატია.

  • ეს თავდაუზოგავი დიპლომატიური მუშაობის შედეგი და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაა - ლევან მაჭავარიანი ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებაზერუსთავი 2
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსBM.GE
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

იმედი

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი