მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

იმედი|imedinews.ge

პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა.

საკითხი განსახილველად თანმდევ პროექტებთან ერთად, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ წარადგინა.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, კანონპროექტის მიღების შედეგად დაზუსტდება პენიტენციური სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ცალკეული რეგულაციები მათ შორის, აღმოიფხვრება ამავე კოდექსის სხვა ნორმებთან მიმართებით არსებული ცალკეული ხარვეზები. ასევე ტექნიკური ტერმინოლოგიური თვალსაზრისით გასწორდება აღნიშნული კოდექსის ცალკეულ ნორმათა რედაქციები.

„პენიტენციურ კოდექსში“ შესატანი ცვლილებები ხელს შეუწყოს ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა უფლებების უკეთ რეალიზებასა და პენიტენციური სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი განმარტებით, ახალი კანონმდებლობის თანახმად დარეგულირდება სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხი. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, პენიტენციურ კოდექსსა და რამდენიმე საკანონმდებლო აქტში სახელდებით აღარ იქნება მოხსენიებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის სტრუქტურული ერთეულები.

გიორგი დგებუაძის განცხადებით, კოდექსში რამდენიმე ტერმინოლოგიური ცვლილება შედის. „პენიტენციური კოდექსიდან“ ამოდის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, რადგან იგი „სისხლის სამართლის კოდექსით“ წესრიგდება.

კოდექსის ცალკეულ ნორმებში ზუსტდება გარკვეული მოქმედებების განხორციელების ვადები.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თეა წულუკიანი გახარიას პარტიის წევრებს: ხელი აწიეთ, რამდენი იყავით ჩვენთან ერთად ბრძოლაში და სად იყავით. ზოგიერთები ჩუმად რომ ვართ, არ ნიშნავს, რომ წიხლები უნდა გვირტყათ. წიხლებს ნუ გვირტყამთ, თორემ ისეთ წიხლს გამოვიქნევთ, ფეხზე ვერ დადგებით ვერცერთი

გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციელები დაკავებულები არიან - მკაცრია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია. უწყება ყველანაირ ძალადობას გმობს და განმარტავს, რა უძღოდა წინ გორში მომხდარს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ისრაელი გაეროს გენერალურ მდივანთან ურთიერთობებს წყვეტს

ისრაელი გაეროს გენერალურ მდივანთან ურთიერთობებს წყვეტს

იმედი

ზურაბ პატარაძემ საპატიო ქობულეთელების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

ზურაბ პატარაძემ საპატიო ქობულეთელების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

იმედი