მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით წარადგინა.

კანონპროექტის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირდება. ასევე, რიგ საკითხზე გადაწყვეტილებებს იუსტიციის მინისტრის ნაცვლად სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი მიიღებს. კანონპროექტის მიღების შემდეგ რამდენიმე საკანონმდებლო აქტში სახელდებით აღარ იქნება მოხსენიებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის სტრუქტურული ერთეული; პენიტენციურ სფეროსთან დაკავშირებული ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მსგავსად, პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებებსაც იუსტიციის მინისტრი პირდაპირ სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინების გარეშე დაამტკიცებს.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განმარტა, პროექტით წესრიგდება სამსახურში ალკოჰოლის, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის წესი, დამატებითი შვებულების მიცემის პირობები, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები და სამსახურის თვითნებურად მიტოვების სამართლებრივი შედეგები.

კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.

„პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა 81 ხმით მიიღო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

იმედი

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

იმედი

სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

The Telegraph: იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა

The Telegraph: იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა

იმედი