მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ კანონში ცვლილებას
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ კანონში ცვლილებას

იმედი|imedinews.ge

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით, 12-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას.

კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას.

როგორც მომხსენებელმა, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა განაცხადა, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა და მათი კოორდინაცია საქართველოს მთავრობის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას წარმოადგენს და ის ამავდროულად გათვალისწინებულია სამთავრობო პროგრამაში.

„სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ და მდგარად განვითარებას და მნიშვნელოვანია ზოგადად, ქვეყნის წინაშე არსებული უამრავი გამოწვევის გადასაჭრელად. ბოლო პერიოდში, ქვეყანაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად გააქტიურებულია სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა, რომელიც დღესდღეობით ხორციელდება როგორც მთავრობის შემადგენლობაში შემავალი შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, ასევე ისეთი სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით, როგორიცაა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მსგავსი საკოორდინაციო მექანიზმის შემოღება აამაღლებს და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის სამართალდაცვითი ორგანოების საქმიანობას. ამავდროულად, სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილების ფარგლებში იქნება ამ მიმართულებით თანამშრომლობა ისეთ კონსტიტუციურ ორგანოებთან როგორიცაა: სახელმწიფო აუდიტის სამსახური, პროკურატურის სისტემა და საქართველოს სასამართლო ხელისუფლება“, - აღნიშნა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 162 სტატია.

  • თავისუფლების მოედანზე, ნატოსა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილ ოფისს მთავრობა ₾14 მილიონად ყიდის|პირობებიBM.GE
  • აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ქუთაისში მცხოვრებ დევნილ მოქალაქეებს შეხვდარუსთავი 2
  • მთავრობა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის იტალიური წარმოების მედიკამენტს “ჯივინოსტატს“ შეიძენსტვ პირველი
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
მთავრობის →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

იმედი

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი