მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა თვითმმართველი ქალაქებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილების მინიჭებას
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა თვითმმართველი ქალაქებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილების მინიჭებას

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა თვითმმართველი ქალაქებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილების მინიჭებას

იმედი|imedinews.ge

პარლამენტმა 82 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებას.

როგორც მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა განაცხადა, მოქმედი კანონმდებლობით, დედაქალაქის - თბილისის გარდა, არც ერთ სხვა თვითმმართველ ქალაქს არ აქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლება და შესაბამისად, არ გააჩნია საჯარო და ადმინისტრაციული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებისთვის საჭირო საჯარო სამართლებრივი ინსტრუმენტი - საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით.

„ზოგადად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი უზრუნველყოფს ინსტიტუციურ მოქნილობას. იგი არ ექვემდებარება იმავე ბიუროკრატიულ შეზღუდვებს, რაც შეიძლება დამახასიათებელი იყოს უშუალოდ მუნიციპალიტეტის სტრუქტურებისთვის. სსიპ-ს შეუძლია საკუთარი შემოსავლების გენერირება და მათი მიზნობრივი გამოყენება, რაც ადგილობრივი ბიუჯეტის დატვირთვას ამცირებს და ზრდის ფინანსურ მდგრადობას. ამდენად, მიზანშეწონილია სხვადასხვა, მათ შორის, სამშენებლო, სატრანსპორტო, სარეკლამო და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების მართვის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, თვითმმართველ ქალაქებს მიენიჭოთ უფლებამოსილება - სხვადასხვა მიზნებისთვის დააფუძნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირი“, - აღნიშნა ირაკლი შატაკიშვილმა.

კანონპროექტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს თვითმმართველი ქალაქის მერი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი: დიდი შეცდომა იქნებოდა საქართველოს მხრიდან, რომ დღევანდელ მსოფლიოში ფოკუსი მხოლოდ ერთ პარტნიორზე გაესწორებინა. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მიზნები, რაც წერია კონსტიტუციაში, თუმცა ეს არ გამორიცხავს და პირიქით, საჭიროებს პარტნიორობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან დიდი შეცდომაა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან დიდი შეცდომაა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან

იმედი

POLITICO: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, მოკავშირეები დონალდ ტრამპისგან დისტანცირებას ცდილობენ

POLITICO: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, მოკავშირეები დონალდ ტრამპისგან დისტანცირებას ცდილობენ

იმედი