მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან დიდი შეცდომაა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან
მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან დიდი შეცდომაა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან დიდი შეცდომაა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან

იმედი|imedinews.ge

ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირის ეს პოზიცია მისთვისვეა დამაზიანებელი, ვინაიდან დაკავშირებადობის საკითხი ორივე მხარის ინტერესებში შედის.

„ეს არის შეცდომა, მეტი არაფერი. ჩვენ ვკარგავთ უბრალოდ დროს. საქართველო არანაირად დასჯილი არ არის, ამ შემთხვევაში ვერ იქნება უბრალოდ. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, ჩვენ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს, პოტენციალი გვაქვს და რა თქმა უნდა ვმუშაობთ და გავაგრძელებთ მუშაობას იმაზე, რომ ეს პოტენციალი, რაც ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობით და ჩვენი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებით გვაქვს, არ გავფლანგოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ამ შემთხვევაში პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირთან, ეს ისევე სჭირდება საქართველოს, როგორც ევროკავშირს და შესაბამისად ინტერესი, რა თქმა უნდა მათი მხრიდან უნდა იყოს, რომ სწორედ იმ ქვეყანასთან, რომელიც ყველაზე ახლოს არის ევროკავშირთან რეგიონში, ყველაზე ახლოს - პოლიტიკურად, ეკონომიკურად მათ ინტერესში უნდა იყოს ამ ქვეყანასთან ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი.

დიალოგის რესურსი ყოველთვის არსებობს, მთავარია სურვილი არსებობდეს. თუკი სურვილი იარსებებს, ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმდება, ასოცირების შეთანხმებაში გაწერილია პოლიტიკური დიალოგის უამრავი ფორმატი, რომელიც სწორედ ევროკავშირის გადაწყვეტილებით არის შეჩერებული. მათივე გადაწყვეტილებით ძალიან მარტივია ამ დიალოგის ფორმატების განახლება სხვადასხვა მიმართულებით - ეს ეხება დაკავშირებადობის საკითხებსაც. არის პოლიტიკური გადაწყვეტილება შესაცვლელი ევროკავშირის მხრიდან და დამოკიდებულება შესაცვლელი ისევ და ისევ ევროპის საჭიროებებიდან გამომდინარე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 151 სტატია.

  • ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: 2012 წლამდე თბილისში დენის, წყლისა და გაზის მომარაგებას მთლიანად უზრუნველყოფდნენ რუსული კომპანიები, მიხეილ სააკაშვილი, ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს, მათი მთავარი რუსოფობები ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კარის გაღება რუსი ტურისტისთვის, რუსი ბიზნესმენისთვის, რომ „ფულს სუნი არ უდის“

CBS News: დონალდ ტრამპ უმცროსის მეუღლემ, ბეტინა ანდერსონმა დაადასტურა, რომ რუსმა ოლიგარქმა უმარ კრემლიოვმა მაისში, ქორწილის შემდგომი წვეულებების ნაწილს კერძო კუნძულზე უმასპინძლა, რაც მისი თქმით, „არაჩვეულებრივად უხვი საქორწინო საჩუქარი“ იყო

ზელენსკი: თუ ჩვენი პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ რუსეთის რეალური მზადყოფნა, არ დაარტყას ჩვენს ელექტროსისტემას, სხვა ენერგოობიექტებს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ან სურსათის გადაადგილებას, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ უზრუნველვყოთ ჩვენი დარტყმების შეჩერება

პრემიერი: ერი არის მარადიული, მით უმეტეს როცა საუბარია ერებზე, რომლებიც ერთმანეთთან მეზობლობენ, შესაბამისად, ერის მიმართ დამოკიდებულება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იყოს სიძულვილზე აგებული, პოლიტიკაში უნდა გვქონდეს ძალიან მკაცრი პოზიციები, წითელი ხაზები, სადაც ეს ეხება ეროვნულ ინტერესებს, თუმცა აქაც ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი უნდა იყოს პრაგმატული