მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტმა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.

ცვლილებები პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ წარადგინა.

კანონის პროექტით ზუსტდება მშენებლობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში, მწვანე ნარგავების ჭრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პირობები.

კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მწვანე ნარგავების ჭრასთან დაკავშირებული 25%-იანი შეზღუდვის გაანგარიშების წესი, მათ შორის, მკაფიოდ განისაზღვრება იმ ნარგავების კატეგორიები, რომლებიც აღნიშნულ შეზღუდვას ექვემდებარება და გამოირიცხება ის ნარგავები, რომლებიც თავისი ბიოლოგიური მახასიათებლებისა და ეკოლოგიური ღირებულების გათვალისწინებით, არ უნდა იყოს ჩართული აღნიშნულ გაანგარიშებაში.

კანონის პროექტი ასევე ითვალისწინებს დაუმთავრებელი მშენებლობებისა და ავარიული სახლების დასრულება/ჩანაცვლების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მწვანე ნარგავების მოჭრა/გადარგვასთან დაკავშირებით განსხვავებული პირობების დადგენის შესაძლებლობას.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 227 სტატია.

  • თბილისში ივნისში 4 503 ბინა გაიყიდა - პირველადი ბაზრის საშუალო ფასი $1 417-მდე გაიზარდა|G&TBM.GE
  • თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯ "სპექტრის" კერამიკულ ლაბორატორიაში შექმნილი ნაკეთობების გამოფენა გაიმართარუსთავი 2
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →დაცვის →

მსგავსი სტატიები

ალბი კორძაია: ნანუკა ჟორჟოლიანმა შეხვედრაზე მოიწვია ქალები - რამხელა ცინიზმი და დაცინვაა, გაემიჯნა გოგოს, რომელსაც მისი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ხელი დააფარა მოძალადეს

ალბი კორძაია: ნანუკა ჟორჟოლიანმა შეხვედრაზე მოიწვია ქალები - რამხელა ცინიზმი და დაცინვაა, გაემიჯნა გოგოს, რომელსაც მისი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ხელი დააფარა მოძალადეს

იმედი

ონის კულტურის სახლში თამაზ (გია) ჯაფარიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ონის კულტურის სახლში თამაზ (გია) ჯაფარიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

იმედი

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას არალეგიტიმურად აცხადებს

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას არალეგიტიმურად აცხადებს

იმედი

შეკვეთილში გასტრონომიული ფესტივალი „გემოფესტი“ დაიწყო

შეკვეთილში გასტრონომიული ფესტივალი „გემოფესტი“ დაიწყო

იმედი