მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისში ივნისში 4 503 ბინა გაიყიდა - პირველადი ბაზრის საშუალო ფასი $1 417-მდე გაიზარდა|G&T
თბილისში ივნისში 4 503 ბინა გაიყიდა - პირველადი ბაზრის საშუალო ფასი $1 417-მდე გაიზარდა|G&T

თბილისში ივნისში 4 503 ბინა გაიყიდა - პირველადი ბაზრის საშუალო ფასი $1 417-მდე გაიზარდა|G&T

BM.GE1 აგვისტო, 2026, 02:07|bm.ge

თბილისში 2026 წლის ივნისში 4 503 ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდას წარმოადგენს. ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული.

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა

ანგარიშის მიხედვით, გაყიდული ბინებიდან 2 279 პირველად ბაზარზე გაიყიდა, ხოლო 2 224 – მეორად ბაზარზე. პირველადი ბაზრის გაყიდვები წლიურად 52.6%-ით გაიზარდა, მეორად ბაზარზე კი ზრდამ 22.3% შეადგინა. ამასთან, მეორად ბაზარზე დაფიქსირებული შედეგი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია.

Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წლის პირველ ნახევარში თბილისში ჯამურად 22 799 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, ხოლო გაყიდვების მთლიანმა ღირებულებამ 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 26.6%-იანი ზრდაა.

რაც შეეხება ფასებს, ივნისში პირველადი ბაზრის თეთრი კარკასის ბინების საშუალო შეწონილი ფასი თვიურად 0.3%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1 417 აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი 1.5%-ით შემცირდა და 1 345 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა, რაც Galt & Taggart-ის შეფასებით, აპრილში დაფიქსირებული მკვეთრი ზრდის შემდეგ ბაზრის ნაწილობრივ სტაბილიზაციაზე მიუთითებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • როდის და როგორ გაჩნდა თბილისში პანთეონები?რუსთავი 2
  • ახალი სახელოვნებო სივრცე თბილისის გულშიტვ პირველი
  • "თბილისი მოლი": "დეზერტირების" ტერიტორიაზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებიფორმულა
  • შპს „თბილისი მოლი“ „დეზერტირების ბაზრობის“ ტერიტორიაზე არსებულ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსიმედი
თბილისში →

მსგავსი სტატიები

ვიღაცას რომ ფულის მოპარვა ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა|კობახიძე კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციაზე

ვიღაცას რომ ფულის მოპარვა ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა|კობახიძე კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციაზე

BM.GE

SpaceX-ი ორბიტაზე Nvidia-ს სუპერკომპიუტერებს 2027 წელს გაუშვებს

SpaceX-ი ორბიტაზე Nvidia-ს სუპერკომპიუტერებს 2027 წელს გაუშვებს

BM.GE

ქართველი მოგზაურები პოპულარულ ქალაქებს აღარ სჯერდებიან - Travelopedia მოთხოვნაზე

ქართველი მოგზაურები პოპულარულ ქალაქებს აღარ სჯერდებიან - Travelopedia მოთხოვნაზე

BM.GE

ტომ ჰოლანდი 30 წლის ასაკში კინოგაქირავების ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა

ტომ ჰოლანდი 30 წლის ასაკში კინოგაქირავების ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა

BM.GE