მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იმედი|imedinews.ge

პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

საკითხი პლენარულ სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა წარადგინა.

კანონპროექტით სკოლებისა და ბაღების მშენებლობისთვის ხელშემწყობი დროებითი ღონისძიებები შემოდის, რაც საჯარო დაწესებულებების მიერ სკოლების და ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროცესს შეუწყობს ხელს.

მომხსენებლის ინფორმაციით, კოდექსს 14111 მუხლი დაემატება, რომელიც საჯარო დაწესებულებების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების - სკოლების მშენებლობის/რეკონსტრუქციის ხელშემწყობ დროებით ღონისძიებებს ითვალისწინებს. კერძოდ, შესაბამისი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებების მიერ სკოლების მშენებლობის/რეკონსტრუქციის ხელშემწყობი ღონისძიებები შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტის ან/და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლების გადამეტებით. საჯარო დაწესებულებებს ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებაზე მოთხოვნის დაყენება 2035 წლის 31 დეკემბრამდე შეუძლიათ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან სამშენებლო ნებართვებისათვის გადახდილი მოსაკრებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შედის.

კანონპროექტი პარლამენტმა 81 ხმით მიიღო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნანუკა ჟორჟოლიანი: მე ვფიქრობ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე და მაქვს ჩემი პირობები. ჩემი მთავარი პირობაა – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი ცხადი გახდეს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით

18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული გაამართლა

18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული გაამართლა

იმედი

ნიკოლოზ სამხარაძე: მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიყვებიან სირია და ვენესუელა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი