მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იმედი|imedinews.ge

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, 81 ხმით მხარი დაუჭირა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

ცვლილებებით ზუსტდება უცხოელთა საქართველოში შემოსვლასთან, ყოფნასთან, ბინადრობის ნებართვის გაცემასთან და გაძევებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მექანიზმები. წესრიგდება საიმიგრაციო ვიზების კატეგორიები, მათ შორის შემოდის D6 კატეგორიის ვიზასთან დაკავშირებული რეგულაციები არასრულწლოვანთა სწავლის მიზნებისთვის. კერძოდ, თუ უცხოელს სურს, საქართველოში უნივერსიტეტში ჩაირიცხოს, მან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა წარადგინოს. თუკი უცხოელი სტუდენტი საქართველოში სწავლობს, მან ერთი სასწავლო წლის განმავლობაში კანონმდებლობით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის მინიმუმ მესამედი უნდა დააგროვოს.

კანონპროექტის თანახმად, თუ უცხოელი სტუდენტი 90 დღეზე მეტი ვადით შეიჩერებს სტუდენტის სტატუსს, ეს მისი ბინადრობის გაუქმების საფუძველი გახდება. ასევე, თუ უცხოელი სტუდენტი 183 დღეზე მეტი ხნით დატოვებს ქვეყანას და ეს არ იქნება საპატიო მიზეზი (გაცვლითი პროგრამა ან სამედიცინო საჭიროება), ამ შემთხვევაშიც, ეს მისი ბინადრობის დაკარგვის საფუძველი გახდება.

კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემისა და ქორწინების ნამდვილობის შემოწმების წესი, ზუსტდება სასწავლო და შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული ბინადრობის პირობები. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი მუხლი, რომლითაც დასჯადი ხდება ფიქციური ქორწინება ან/და ამგვარ ქორწინებაში ყოფნა, რომლის მიზანს არ წარმოადგენს ოჯახის შექმნა და მიზანი უცხოელის მხრიდან ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებაა.

პროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საფუძვლების, გასაჩივრების პროცედურებისა და უცხოელის საქართველოდან გაძევების წესების სამართლებრივ რეგლამენტაციას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინაBM.GE
  • რას ამბობს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეზე წარდგენილ მესამე მხარის პოზიციაშინეტგაზეთი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
  • ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ "ივანიშვილის გაკეთილშობილება არ მოხდება": ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილსრუსთავი 2
მხარს →პარლამენტის →სამართლებრივი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი