მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიში შევიდა - პრემიერ-მინისტრი დოკუმენტს დეპუტატებს ივნისის ბოლოს წარუდგენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიში შევიდა - პრემიერ-მინისტრი დოკუმენტს დეპუტატებს ივნისის ბოლოს წარუდგენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიში შევიდა - პრემიერ-მინისტრი დოკუმენტს დეპუტატებს ივნისის ბოლოს წარუდგენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი|imedinews.ge

პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიში შევიდა. 88-გვერდიანი დოკუმენტი სფეროების მიხედვით არის დაყოფილი და ყველა გატარებულ რეფორმასა თუ გამოწვევას ეხება. პრემიერ-მინისტრი დოკუმენტს დეპუტატებს ივნისის ბოლოს პლენარულ სხდომაზე წარუდგენს.

მინისტრთა კაბინეტის წევრები უკვე შესრულებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე საუბრობენ.

ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი გრძელდება.

„საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს მაღალი ტემპით ზრდას. გასული წლის ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის - 7.5% შემდეგ, მიმდინარე წელს გრძელდება ზრდის ტემპი. 4 თვეში 8%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც თავის მხრივ, შედეგია იმ ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს", - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გასული წლის მნიშვნელოვან პროექტებზე ამახვილებს ყურადღებას.

„განსაკუთრებით გამოვყოფდი გასულ წელს, როგორც წარმატებულ მაგალითს, როდესაც ჩვენ მოვიზიდეთ 6,6 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიცია „იგლ ჰილსის“ მხრიდან. ჩვენ გასული წლის განმავლობაში განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ ენერგეტიკის სექტორის შემდგომ განვითარებაზე, ვაჭრობასა და წარმოებაზე. მნიშვნელოვანი იყო გასული წელი, რამდენადაც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის ახალი ათ წლიანი გეგმა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინფრასტრუქტურის მინისტრი კი ინფრასტრუქტურულ, მათ შორის რიკოთის პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ავტომაგისტრალის 383 კილომეტრი უკვე შესულია ექსპლუატაციაში. თუმცა, სამუშაოები აქტიურად გრძელდება. გასულ წელს დაიწყო რეფორმა, რომელიც ინფრასტრუქტურის მიმართულებით ხორციელდება და ეს თვისებრივად ახალი მიდგომაა, რაც საბოლოო ჯამში გააჯანსაღებს ამ სფეროს", - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

დეტალები მაკო ლორთქიფანიძის სიუჟეტში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარლამენტის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები ჩანიშნაBM.GE
  • დღეს, პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნებარუსთავი 2
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, დავით მამისეიშვილის კანდიდატურა წარუდგინატვ პირველი
პარლამენტის →მინისტრი →მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი