მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ABC News: პენტაგონმა გაათავისუფლა გენერალი, რომლის ქვედანაყოფი უკრაინისთვის დახმარების მიწოდების კოორდინაციას ახდენდა
ABC News: პენტაგონმა გაათავისუფლა გენერალი, რომლის ქვედანაყოფი უკრაინისთვის დახმარების მიწოდების კოორდინაციას ახდენდა

ABC News: პენტაგონმა გაათავისუფლა გენერალი, რომლის ქვედანაყოფი უკრაინისთვის დახმარების მიწოდების კოორდინაციას ახდენდა

იმედი|imedinews.ge

პენტაგონის ერთ-ერთი უმაღლესი რანგის გენერალი, რომელიც ევროპაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

აშშ-ის არმიის წარმომადგენლის განცხადებით, გათავისუფლებულია გენერალ-ლეიტენანტი ჩარლზ კოსტანცა, აშშ-ის არმიის V კორპუსის მეთაური. მისი გათავისუფლების მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

კოსტანცას გადაყენება აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმაღლეს სარდლობაში მიმდინარე უფრო ფართო ცვლილებების ფონზე მოხდა. თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის ხელმძღვანელობის პირობებში, ორ ათეულზე მეტი მაღალი რანგის ოფიცერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს ან მათი უფლებამოსილებები შეზღუდეს, ხშირ შემთხვევაში კი ამის მიზეზები საჯაროდ არ განმარტებულა, იუწყება ამერიკული ტელეარხი.

თუმცა, კოსტანცას გადაყენების შესახებ ინფორმირებულმა წყარომ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ჰეგსეტის მიერ სამხედრო ხელმძღვანელობის გადახალისების ფართო ინიციატივას არ უკავშირდება და გენერლის გადაყენებას პოლიტიკური მიზეზები არ ჰქონია.

კოსტანცას შემცვლელი, გენერალ-მაიორი თომას ფელტი, ამ თანამდებობაზე გადასაყვანად სენატის მიერ უკვე იყო დამტკიცებული და მისი დანიშვნა ოქტომბერში ისედაც იგეგმებოდა.

ABC News-ის ინფორმაციით, აშშ-ის არმიის V კორპუსი ევროპაში ამერიკის სახმელეთო ძალების მართვასა და სამხედრო ოპერაციების კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი. კორპუსის ნაწილი პოლონეთშია განთავსებული. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წელს დაიწყო, რის შემდეგაც V კორპუსმა უფრო მნიშვნელოვანი როლი შეიძინა - ის კოორდინაციას უწევს უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერას და მართავს ამერიკული სამხედრო ძალების განთავსებას ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე.

მიმდინარე წელს პენტაგონმა ევროპაში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება დაიწყო. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული გადაწყვეტილება იყო ტეხასის შტატში, ფორტ ჰუდში ბაზირებული აშშ-ის არმიის I საკავალერიო დივიზიის მე-2 ჯავშანსატანკო ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის პოლონეთში დაგეგმილი განთავსების მოულოდნელი გაუქმება.

ბრიგადის გაუქმებას პოლონეთში კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ პოლონეთში 5 000 სამხედრო მოსამსახურის განთავსებას გეგმავდა.

კოსტანცა აშშ-ის არმიის V კორპუსს 2024 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე ის ჯორჯიის შტატში, ფორტ სტიუარტში, მე-3 ქვეით დივიზიას მეთაურობდა.

აშშ-ის არმიის ინფორმაციით, V კორპუსის მეთაურის მოვალეობას ამჟამად ბრიგადის გენერალი ჯონ ბ. მაუნტფორდი ასრულებს, რომელიც კორპუსის საბრძოლო მზადყოფნის მიმართულების მეთაურის მოადგილეა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 255 სტატია.

  • ბუდრისი: საქართველოს ოკუპაცია და უკრაინის ომი რუსული იმპერიალიზმის პირდაპირი შედეგიაფორმულა
  • ჩვენ არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას - სიბიჰაBM.GE
  • პრემიერი: ჩანს, საქართველოს მოქალაქე "უსამშობლოებს" საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მათი გაგებით, რუსეთი საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ იქცარუსთავი 2
  • უკრაინამ რუსული Wildberries-ის საწყობები ვლადიმირის ოლქშიც დაბომბატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

Reuters: უნგრეთის მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე წარადგინა

Reuters: უნგრეთის მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე წარადგინა

იმედი

თამარ ჩიბურდანიძე:აგვისტოს ომი ქართველი ერის თვითგადაფასების აქტად იქცა და სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს ისტორიული ნარატივი, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოებით

ბულგარეთის პრემიერი: რუმინეთიდან ბულგარეთში დრონი შეფრინდა და ტრანსბალკანეთის გაზსადენთან ახლოს აფეთქდა

ბულგარეთის პრემიერი: რუმინეთიდან ბულგარეთში დრონი შეფრინდა და ტრანსბალკანეთის გაზსადენთან ახლოს აფეთქდა

იმედი

ანაკლიის საზღვაო ნავსადგური: ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ვრცელდება ტექნიკურად და ფაქტობრივად არასწორი ინფორმაცია, თითქოს პროექტის პარამეტრები შემცირდა და პორტის შესაძლებლობები შეიზღუდა