მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პატიმარი ქალები ელენე ხოშტარიას ტყუილში ამხელენ
პატიმარი ქალები ელენე ხოშტარიას ტყუილში ამხელენ

პატიმარი ქალები ელენე ხოშტარიას ტყუილში ამხელენ

იმედი|imedinews.ge

ქალთა ნომერ მეხუთე პენიტენციური დაწესებულებიდან „ქრონიკას“ პატიმარი ქალები დაუკავშირდნენ. როგორც მათ აღნიშნეს, ის ბრალდებები, რასაც ელენე ხოშტარია და მისი ადვოკატი დაწესებულების დირექტორის შესახებ ავრცელებენ, სიცრუეა.

პატიმრებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ყველა პატიმარს სათანადო ყურადღება ექცევა და დირექტორი თითოეულ იქ მყოფს პირადად ხვდება.

„ჩვენ გირეკავთ ნომერ მეხუთე პენიტენციური დაწესებულებიდან, რომელზეც ელენე ხოშტარია ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, მისი ადვოკატიც და თვითონაც. ჩვენ სამედიცინო კუთხით ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევენ. დირექტორი არის, ენით აღუწერელი ქალბატონი, რომელიც პატიმრისთვის თავდადებულია ნამდვილად. ამას დავადასტურებთ ყველა პატიმარი და სიცრუეა ყველაფერი, რასაც იძახის ქალბატონი ელენე ხოშტარია და მისი ადვოკატი. ძალიან გთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოთ. ჩვენ ელენე ხოშტარიასთან არანაირი შეხება არ გვაქვს, მაგრამ ახალა რომ ვისმენთ და ქალბატონ ნესტანზე რომ ამბობს, თითქოს არ აქცევს ყურადღებას, არის სიცრუე. აქ ყველა პატიმარს ყურადღებას აქცევენ და ქალბატონი ნესტანი ის პიროვნება არ არის, რომ ყურადღება არ მიაქციოს პატიმარს. როცა გვითქვამს, რომ ქალბატონ ნესტანთან გვინდოდა შეხვედრა, ყოველთვის გვხვდება", - აღნიშნა ირინა ასანიძემ.

„გამორიცხულია, რომ რომელიმე პატიმარმა ქალბატონ ნესტანთან მოითხოვოს შეხვედრა და ის არ შეხვდეს. გუშინ სათითაოდ ყველა პატიმარს შეგვხვდა. რაც შეეხება ჯანდაცვას, აქ 70 წლის ქალია ერთი, 1 კვირის წინ ცუდად გახდა და დირექტორი გასული იყო სამსახურიდან, შემოვიდა უკან და წამში მიხედეს. ტყუილებს ლაპარაკობენ. იმიტომ ლაპარაკობენ ამ ყველაფერს, რომ ოპოზიციას აწყობს ეს. მე „ფორმულაშიც" დავრეკავ და „ტვ პირველშიც", მაგრამ ვიცი, რომ არ გააჟღერებენ და თქვენთან ამიტომ ვრეკავ. არ იციან რაზე ილაპარაკონ. ცოტა ხნის წინ კარანტინში ვიყავი და ვუყურებდი პირდაპირ მზია ამაღლობელს, ჩვეულებრივად არიან", - განაცხადა ხათუნა ჯანჯღავამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი